საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პატიმრების პროტესტი
გეგუთში მოშიმშილე პატიმრებს სცემენ და ტანსაცმელს ხდიან, ისინი შველას ითხოვენ
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/09 14:58:26

გეგუთის კოლონიაში კვალავ შიმშილობენ პატიმრები მოთხოვნით: გადაყენებული იქნას გეგუთის კოლონიის დირექტორი  და რეჟიმის უფროსი! სანამ არ მოხდება მათი გადაყენება, მანამდე პატიმრები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.


მიუიხედავად  იმისა, რომ პატიმრები შიმშილობენ, გეგუთის ციხეში უფრო გაამკაცრეს პირობები, პატიმრების ახლობლები აცხადებენ, რომ პატიმრებს კვლავ სცემენ და არაადამიუნურ პირობებში ამყოფებენ. 


 ვახტანგ მამისაშვილი  (პატიმრის მამა):

_ ჩემმა შვილმა  მითხრა, რომ  თბილი ტანსაცმელი ჩამომართვეს , ისინი   შველას ითხოვენ.

 

 სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი გახარია არ უარყოფს, რომ ციხეში საგანგებო რეჟიმია.  მისი თქმით,  პატიმრების ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც ადმინისტრაციის მისამართით ისმის, არასწორია, მაგრამ გამოძიების დასრულებას დაელოდება. რაც შეეხება  იმ  დაზიანებებს, რომელიც პატიმრებს აღენიშნებათ,  ამას  გახარიაც  ადასტურებს.

 


გიორგი გახარია (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომერის მოადგილე):

_ორ პატიმარს დაზიანებები მართლაც აქვს, თუმცა დაზიანებების მიზეზებს ვერ გეტყვით,  ამ საკითხთან დაკავშირებით  პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება. გეგუთის კოლონიაში პროტესტი  რომ იწყებოდა,   ამის შესახებ ორი კვირით ადრე ვიცოდით. ჩვენ ვცადეთ სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ ამოდ.  არ ველოდით,  თუ ამ მომენტისათვის დაიწყებოდა პროტესტი.

ვფიქრობ,  ეს არის ხელოვნურად მართული პროცესი, პროტესტის რეალური მიზეზი გახლავთ ის, რომ პატიმრებს არ მოსწონთ ადმინისტრაციის მხრიდან გატარებული  ღონისძიებები. პატიმრების შიმშილობა ემსახურება გარკვეული გავლენის სფეროების შენარჩუნებას და  რეჟიმის შემსუბუქებას.

 



[i]

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2302
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია