დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კვალიფიკაციის ამაღლება
ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების რესერტიფიცირებას იწყებს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/08 19:32:30

 

 ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების გადამზადებას  იწყებს. ამის შესახებ  დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამიერიდან  ექიმები ტესტირებას გაივლიან.    მინისტრის ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია  იმ ტექნოლოგიურ სიახლეებთან, რომელიც მედიცინაში ინერგება. ამიტომ  ყოველი ხუთი და ათი წლის შემდეგ განახლებას საჭიროებს მედიკოსების მიდგომებიც.

 

– მედიკოსებმა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცონ, რომ მათ აქვთ უფლება, გააგრძელონ მუშაობა ახალ რეალობაზე მორგებით, რომ კვლავ გააჩნიათ  შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ უმკურნალონ პაციენტს – განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.  ის მედიკოსები,  რომლებიც სერტიფიცირებას ვერ გაივლიან,მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ.  2014 წლიდან  რესერტიფიცირება სავალდებულო გახდება, - განაცხადა მინისტრმა.  

 


 დავით სერგეენკო (ჯანდაცვის მინისტრი):

 

_ ჯანდაცვითი ტექნოლოგიები ხშირად იცვლება და დავუშვათ, ის, რაც ათი წლის წინათ იყო აღიარებული სწორ მიდგომად, ხუთი და ათი წლის შემდგომ უკვე განახლებას საჭიროებს. ამიტომ არამედიკოსების (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის თანაშემწეების) ფორმატიც კი მოითხოვს რესერტიფიცირებას. ეს ნიშნავს, რომ ექიმმა დაადასტურა მისი ცოდნა და კვალიფიკაცია, თუმცა ამის დადასტურება ძალაშია მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ამის შემდეგ, თავიდან განახლებული ფორმატით კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ უფლება აქვს, გააგრძელოს მოღვაწეობა.

 

კლინიკურ მედიცინაში მიღებულია, რომ, საშუალოდ, 5 წელიწადში ერთხელ ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც უნდა აისახოს ახალ რეალობაზე და სწორედ ამ ახალ რეალობაში უნდა დაამტკიცოს ექიმმა, რომ მას აქვს კვალიფიკაცია, უმკურნალოს პაციენტსსასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას, ეს სტრუქტურა უკვე არსებობს. თუნდაც ის ერთხელ მინიჭებული სერტიფიკატი, რომელიც დღევანდელი ნორმით მთელი ცხოვრება უნდა ჰქონდეს მედიკოსს, ჩვენი სამსახურის მიერ გაიცემა. რესერტიფიცირებასაც იგივე სამსახური გააკეთებს, უბრალოდ, მოგვიწევს უფრო აქტიური მუშაობა.

 

რაც შეეხება, რესერტიფიცირება ფასიანი იქნება თუ უფასო, ეს საკმაოდ ვრცელი კითხვაა და ლეგიტიმურიც, რადგან ექიმების უმეტესობისთვის, თუნდაც მინიმალური გადასახადი, ტესტების თვითღირებულებაც კი მნიშვნელოვანი თანხაა. ამიტომ ვეცდებით, რომ ეს თანხა მინიმალური იყოს, თუნდაც პირველი ეტაპის რესერტიფიცირებისთვის.. ზუსტ ციფრებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ  მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ამ სისტემის აღდგენა ექიმების კისერზე არ გადავიდეს.

 

მინდა, ყველამ სწორად გაიგოს, რესერტიფიცირების პროგრამის ამოქმედება არ არის მიმართული იქით, რომ ჩვენი კოლეგებისგან თანხა იქნას ამოღებული,  არამედ, ამ  პროგრამის მიზანი - პაციენტებისთვის მეტი გარანტიების შექმნა და ასევე  – მომსახურების გაუმჯობესება.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6677
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია