დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გილოცავთ დავითობას!
დავითმა მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/08 11:04:12

8 თებერვალს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმიდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, დღეს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

ამ დღეს კიდევ ერთხე გადავავლოთ თვალი ისტორიას, გავიხსენოთ, ვინ იყო დავით აღმაშენებელი და როგორი ცხოვრებით იცხოვრა ჩვენმა ღირსეულმა წინაპარმა.


დავითი ძე გიორგი II – ისა დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა.

მე-11 საუკუნის 80-იან წლებში საქართველო მეტად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მუსლიმანური სამყაროს თავდასხმებისგან ქვეყანა აოხრებული, გადამწვარი და განადგურებული იყო.

 

დატანჯულ ხალხს დავითის დიდი იმედი ჰქონდა და ეს იმედი სავსებით ასრულდა. დავითი სამაგალითოდ მართავდა ქვეყანას.


უპირველეს ყოვლისა, დავითი შეუდგა ოსმალების თავიდან მოშორებას. ბრძოლით ეს არ შეიძლებოდა, რადგანაც ხალხი მეტად შემცირებული და დაუძლურებული იყო. დავითმა ოსმალების მბრძანებელს მიმართა ასეთი სიტყვებით: “თქვენი შიშით ხალხი გახიზნულია მთა-კლდეებში, გაღატაკებულია და დასარბევსაც კი ვეღარაფერს შოულობთ. გადით საქართველოდან, ხალხი ჩამოვა თავის მიწა-წყალზე, ხვნა-თესვას შეუდგება, დოვლათს შეიძენს და ყოველწლივ გადაიხდის თქვენს ხარკს.” ოსმალები დაეთანხმნენ დავითს, გავიდნენ საქართველოდან და დაბანაკდნენ სამხრეთით, ოსმალეთში.

 

მაშინ ჩვენი ხალხი ჩამოვიდა მთებიდან, ააშენა დანგრეული სოფლები, მიჰყო წინანდებურად ხელი მეურნეობას და მალე მოღონიერდა. ამ მოღონიერებას ხელი დიდად შეუწყო დავითმა, რომელიც დაუღალავად ზრუნავდა ხალხის ფეხზე დაყენებასა და მის კეთილდღეობაზე.


დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს.


მეფემ თავისი გონიერი მზერა ეკლესიას მიაპყრო. მოიწვია საეკლესიო კრება ღვთისმოყუარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა სანახებთა ქართლისათა, მახლობლად ორთა საეპისკოპოსოთარუისა და ურბნისისა.” კრებამ აღადგინა და გააძლიერა ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა.

 

ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში. “არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განცემულ ქმნილ ვართ, ვინაჲდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება,” – ვკითხულობთ ამ კრების ძეგლისწერაში.


დავით მეფე აქტიურად შეუდგა საქართველოს სრულ გაერთიანებას და უპირველესად კახეთ-ჰერეთს მიჰმართა. თურქები და მოღალატე ფეოდალები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდნენ. ღვთის წყალობას მინდობილი ლაშქარი ერწუხთან უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა მეფეც, სამი ცხენი მოუკლეს ამ ბრძოლაში, მეოთხეზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა საკვირველი გამარჯვებით.


შემდგომ დავითი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ გაწმენდას. 1110 ქართველთა ლაშქარმა სამშვილდე აიღო, 1115 . ― რუსთავი, 1117 . – გიში, 1118 . ― ლორე. 1121 . აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. დავითს ამ ომში მოუწია თავისი 55 – ათასიანი ლაშქრით შებმოდა თურქსელჩუკთა 300 – ათასიანი არმიას.

 

მეფემ იმისათვის, რათა არ გაქცეულიყვნენ ბრძოლის ველიდან მეომრები. უკან წასასვლელი გზა ჩახერგა. გადაწმყვეტი ბრძოლის წინ მან წარმოთქვა: ძმანნო და შვილნო, ქრისტესათვის და სამშობლოსათვის.” ისტორიკოსებმა ამ ბრძოლას მუსლიმ ურიცხვ არმიასა და ქართველთა მცირერიცხოვან ლაშქარს შორისბრძოლაი საკვირველიშეარქვეს. დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით ქართველებმა გაიმარჯვეს რითაც მათ დაიცვეს სამშობლო სრული განადგურებისგან. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, 1122 წელს დავით IV- თბილისი შემოუერთა საქართველოს სამეფოს.


გამარჯვება გამარჯვებას მოსდევდა. უფალი შეეწეოდა ღვთის მადიდებელ მეფეს. ჯერ კიდევ 1106 წელს დაიწყო დავით მეფემ თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობის გვირგვინისგელათის მონასტრის მშენებლობა და მანვე დააარსა ქართული კულტურის და განათლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაგელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.


დავით IV-ის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ ქართველი ისტორიკოსების გარდა მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სომეხი მემატიანეები და მაჰმადიანი მწერლები. ისინი გვამცნობენ, რომ მეფეს ბიზანტიაში გაუგზავნია ახალგაზრდები ცოდნის მისაღებად; ცალკე სახლი აუგია მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტთათვის და თურმე ნივთიერადაც ეხმარებოდა მათ, ხანგამოშვებით კი საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა.


დავით IV- თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოებიგალობანი სინანულისანი,” რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა.


დავითის მზრუნველი ხელი დაეტყო საქართველოს საზღვრებს გარეთ წმიდა ადგილებში მრავლად არსებულ ქართულ სავანეებს.


კაცთმოყვარე მეფემ სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილებელი ნივთი მოუმზადა. სიუხვით და წყალობით სავსე თვითონაც ხშირად ნახულობდა ავადმყოფებს, ამხნევებდა მათ, მამასავით ეპყრობოდა. დავითს ყოველთვის თან დაჰქონდა ქისა მოწყალების გასაცემად. განსწავლული და მწიგნობარი მეფე თავისუფალ დროს საღმრთო წერილისა და სხვა მეცნიერებათა წვდომას ანდომებდა. დავითს წიგნები ომშიც თან დაჰქონდა, ჯორებით და აქლემებით დაატარებდა ბიბლიოთეკას, როცა კითხვით გადაიღლებოდა, სხვას აკითხებდა, თვითონ კი ყურადღებით უსმენდა.

 

ყველაზე მეტად წმიდა წერილის კითხვა უყვარდა, დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: „წინადიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოს წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ; ოცდაოთხჯერ წარეკითხა.“


საქართველოს უდიდესი მეფე დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 25 იანვარს (ახ. 8 თებერვალს) გარდაიცვალა. მან თავის მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყეყანა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და ოვსეთიდან არეგაწამდე. მეფე დაკრძალეს მის მიერ 1106 წელს აგებულ გელათის ტაძარში.


დღეს უკვე საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის რამოდენიმე ტაძარი მოქმედებს:

მათგან ერთ-ერთია თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში არსებული ეკლესია, ეს ტაძარი ქართველი ინტელიგენციისა და თსუ სტუდენტთა სულიერი მოთხოვნილების ნაყოფია. თაძარი აკურთხეს 1995 წლის 5 სექტემბერს პირველი საზეიმო წირვა აღავლინა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე დანიელმა. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია და ემსგავსება სამწევრისის ეკლესიის შემცირებულ მოდელს. პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი მარსაგიშვილი.


წმიდა მეფის დავითის სახელობის თაძარი მოქმედებს ასევე კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ეს ტაძარი თავდაცვის სამინისტროს და საპატრიარქოს ერთობლივი ინიციატივით აშენდა.

უკვე წელიწადზე მეტია წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია მოქმედებს აშშპენსილვანიის შტატში.

 


ტროპარი :წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებელისა

 

საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

 

წყარო "ამბიონი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია