დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წმინდანის პატივგება
სინოდის გადაწყვეტილებით, მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/07 23:00:26

უახლოეს 3-4 კვირაში სამთავროს დედათა მოსანტერში,  წმინდანად შერაცხული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება. ამის შესახებ  პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.


მისივე თქმით, მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და წმინდა ნაწილების ამოსვენება საზეიმო ვითარებაში მოხდება. მამა გაბრიელს სამთავროს დედათა მოსანტრის მთავარ ტაძარში დაკრძალავენ.
ამასთან, მამა მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით,  დედა პარასკევას  მცირე კელიის დემონტაჟიც, რომლის ირგვლივაც ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაციები, სწორედ საფლავის გახსნისთვის მზადებას უკავშირდება.
"აინტერესებთ, თუ რატომ მოხდა იმ მცირე კელიის დემონტაჟი, რომელიც მამა გაბრიელის საფლავის მახლობლად იყო. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ შექმნილია წმინდა სინოდის წევრებით დაკომპლექტებული კომისია.

იგეგმება მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და მისი ცხედრის სამთავროს ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში გადასვენება. ამიტომაც, იქ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და კელიის დემონტაჟიც ამ საკითხს უკავშირდება.

ამან ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დედა პარასკევა იყო საპატრიარქოში. მისი უწმინდესობა გაესაუბრა მას და არანაირი კითხვები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს", - დასძინა მამა მიქაელმა.


დეკანოზის განმარტებით, საფლავის გახსნა, სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში, 3-4 კვირაში, მოხდება. 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2012 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომაზე არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შერაცხა. მას ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი ეწოდა და მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა. 
წყარო "ინტერპრესნიუსი"
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია