დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი უნდა აღსრულდეს
გეგუთში პატიმრების ცემის ფაქტზე სახალხო დამცველი გამოძიების დაწყებას ითხოვს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/07 19:12:59

 სახალხო დამცველი  გეგუთის კოლონიაში მოშიმშილე პატიმრების მოსანახულებლად ჩავიდა. პატიმრების მონახულების შემდეგ უჩა ნანუშვილმა იმ დაზიანებებზე ისაუბრა, რომელიც პატიმრებს აღენიშნებოდათ.  სახალხო დამცველის განცხადებით, ორ პატიმარს მართლაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები. ის მოითხოვს, რომ პატიმრების ცემის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს და დადგინდეს, თუ რა მოხდა, შესრულდეს  მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნები.


უჩა ნანუაშვილი (სახალხო დამცველი):

 

_ პატიმრები ითხოვენ იმ რამდენიმე ფაქტის გამოძიებას, როდესაც საუბარია არასათანადო მოპყრობაზე ორ პატიმართან მიმართებაში. ისინი ითხოვენ, უფლებამოსილება შეუჩერდეთ იმ პირებს, ვისაც მათი ინფორმაციით, პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მიუძღვით ბრალი.პატიმრები არ ენდობიან სამინისტროს გენინსპექციის მოკვლევას და ითხოვენ, რომ ფაქტები პროკურატურამ გამოიძიოს", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

 

მისი განცხადებით , იგი პირადად შეხვდა ორ პატიმარს, რომლებიც აცხადებენ, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი არიან.  გარდა ამისა, სახალხო დამცველი ადასტურებს სოზარ სუბარის განცხადებას, რომ მინისტრს გეგუთის ციხეში მოსალოდნელ მოვლენებზე ინფორმაცია რამდენიმე კვირით ადრე გააჩნდა და ამის შესახებ ომბუდსმენსაც გააცნო.

 

უჩა ნანუაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში, გეგუთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების სამინისტროს რეკომენდაციებს გაუგზავნის. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2688
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია