საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხუდონჰესი არ უნდა აშენდეს ანუ სამშობლოს სიყვარული გრანტებზე და კუჭზე კი არ გადის, არამედ – გულზე
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/07 17:37:40

დღეს  უფლებადამცველმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, გიორგი თევზაძემ, ხუდონესის თემას პრესკონფერენცია მიუძღვნა.


– საქართველოს მოსახლეობამ წლების უკან რუსეთისათვის ყველაზე მნიშვნელოვან, მაგრამ საქართველოსათვის დამღუპველ პროექტს - ხუდონის მშენებლობას და მის ექსპლუატაციაში გაშვებას მტკიცე პროტესტი გამოუცხადა, რითაც თავიდან აიცილა რამდენიმე   მშვენიერი ისტორიულ სოფლისა და ძეგლების დატბორვა და მოსალოდნელი ეკოლოგიური კასტასტროფა – განაცხადა  გიორგი თევზაძემ.


მისი განცხადებით, ახალი ხელისუფლების მხრიდან ხუდონჰესის  მშენებლობის დასრულება და მისი ექსპლუატაციაშიგაშვება გამოიწვევს ქართული სოფლის წყლით დატბორვას, ეკოლოგიურ კატასტროფას და   მაღალი ლბათობით –  სხვა კატაკლიზმებს.  ისმება კითხვა, ღირს კი  ამის ფასად ნებისმიერი ეკონომიკური მოგება მიიღოს სახელმწიფომ?


გიორგი თევზაძე (უფლებადამცველი):

_დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსს ატარებს და 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში   საქართველოს მოსახლეობამ ცალსახად ნდობა გამოუცხადა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მნიშვნელოვანი   პოლიტიკური აზროვნება უკავშირდებოდა სამართლიანობის აღდგენას, ქართული სახელმწიფო ინტერესებისა და   ეროვნული ღირებულებების დაცვას, ქართული ენის, როგორც სახემწიფო სტატუსის განმტკიცებას და   პოპულარიზაციას, მიაჩნდა, რომ გადაიდგმებოდა ნაბიჯები, რომელიც პერსპექტივაში მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული სახელმწიფოს ეკონომიური გაძლიერების გზაზე. და არა – ისეთი პროექტების შესახებ მსჯელობაზე, რომელზეც   ქართულმა საზოგადოებამ თავის დროზე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უარი განაცხადა. მაშინ არაერთი   საპროტესტო აქციის ფონზე, იმპერია იძულებული გახდა, უარი ეთქვა დაწყებულ ხუდონის ექსპლუატაციაში   გაშვებაზე. 

 

დღეს, მითუმეტეს, ნებისმიერი საკითხი უნდა გადაწყდეს ქართული ეროვნული ღირებულებებისა დასახელმწიფო ინტერესებიდან   გამომდინარე, რომელიც თავისი შინაარსით დადებით შედეგებს მოუტანს საქართველოს. გასაგები და საყურადღებოა,ხელისუფლების პოზიცია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის აუცილებლობასთან დაკავშირებით და  ხელისუფლების  ეს პოლიტიკა მისასალმებელია. თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელია მსგავსი მაშტაბის   გადაწყვეტილების მიღება   მოხდეს მაღალი კონსენსუსი დონეზე.

 

 პირველ რიგში, ადგილობრივი მაცხოვრებელების ლეგიტიმური ინტერესების   დაცვის და ეკოლოგიის დარგში მოღვაწე ექსპერტების კომპლექსური დასკვნის გათვალისწინებით. ეს ის ინტერესებია,  რომლის გაუთვალისწინებლად ენერგოდამოუკიდებლობის მიღება არ შეიძლება.  

 

მისასალმებელია ხელისუფლების წარმომადგენლისმ ბატონ სოზარ სუბარის განცხადება,  რომელიც გავრცელდა მედიის საშუალებებით, კერძოდ, რომ  მთავრობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ წავა და ისინი დღეს სწორედ იმისთვის შეიკრიბნენ,   რომ საბოლოო   კონსესუსამდე ერთად მივიდნენ."

 

  როგორც მან აღნიშნა,  ამ პროცესში არც სახელმწიფოს და არც ადგილობრივების ინტერესი არ   უნდა დაზარალდეს და ოქროს შუალედი მოიძებნოს. ამ განცხადებას მივესამლმები, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია,  რომელსაც ვხელმძღვანელობ,  მზად არის, საჭიროების შემთხვევაში   გამოყოს იურისტები მოსახლეობის უფლებების ადვოკატირებისათვის.  

 

სამშობლოს სიყვარული გრანტებზე და კუჭზე კი არ გადის, არამედ სულზე და გულზე, რომელიც შემდეგ ადამიანს გონებით მიაღებინებს შესაბამის გადაწყვეტილებას, სწორედ  გულის კარნახით მიღებული უნდა იქნას  ადეკვატური  გადაწყვეტილება. რისი დიდი იმედიც აქვს.- აღნიშნულია უფლებადამცველისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებბელი საბჭის წევრის,  გიორგი თევზაძის განცხადებაში

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2610
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია