დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
თებერვლის ბოლოდან 600 ათასი სოციალურად დაუცველი პირის მგზავრობის ხარჯები აღარ დაიფარება
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/07 17:23:50

 დღეს თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსების შეხვედრა გაიმართა, სადაც 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს,თუმცა ბიუჯეტში პრიორიტეტების გაწერა შესაძლებელია, არასწორად მოხდეს. თბილისელებს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში  პრობლემები შეექმნებათ, განსაკუთრებით კი,  თებერვლის ბოლოს, როცა ფინანსები საბოლოოდ ამოიწურება, 600 ათასი  სოციალურად დაუცველი პირის მგზავრობის ხარჯები აღარ დაიფარება და   ვერც ახალი ავტობუსების შესაძენად  ტენდერის გამოცხადება  მოხერხდება. 

 

ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე აცხადებს, რომ თებერვლის ბოლოდან კრიზისი გარდაუვალია, რადგანაც ერთი მეთორმეტედით დაფინანსება ამოწურული იქნება.


 აკაკი ჯოხაძე (ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი):

_,თებერვლის ბოლოდან ერთი მეთორმეტედით ამ მუხლის დაფინანსება უკვე ამოწურული იქნება და იძულებული ვიქნებით, გავაჩეროთ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გათვალისწინებული გვაქვს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და დავაფინანსოთ მგზავრობის კომპენსაციის მუხლი.  საბოლოოდ კი, თუ ბიუჯეტის დამტკიცება არ მოხდება, ფაქტობრივად,  პრობლემა შეექმნება 600 ათას  პირის ტრანსპორტით დაფინასებას,- აღნიშნა აკაკი ჯოხაძემ.


აკაკი ჯოხაძე ასევე მიიჩნევს, რომ საკრებულოში შეხვედრები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რათა ბიუჯეტში პრიორიტეტების გაწერა სწორად მოხდეს.

 

დედაქალაქის მერია საკრებულოსგან საკუთარი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენას ელოდება, რის შემდგომაც მოსაზრებების მაქსიმალურად შეჯერების შედეგად ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში ხელახლა იქნება წარდგენილი.


საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ხაჩირიშვილი აცხადებს, რომ  დღევანდელი  შეხვედრის ძირითადი ნაწილი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ტრანსპორტის განვითარებას, სამშენებლო სექტორს და ყველა იმ მიმართულებას დაეთმო, რაც დედაქალაქისა და მისი მცხოვრებლებისთვისაა პრიორიტეტული.

 


ნიკოლოზ ხაჩირაშვილი (საკრებულოს ურბანული დაგეეგმარების კომისიის თავჯდომარე):

_  ერთიანი შეჯერებული  პაკეტი შეიქმნება, რომელიც უახლოეს დღეებში მერიას გადაეგზავნება. თანხვედრა არის შეხვედრების დონეზე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა აისახოს დოკუმენტში. ახლა უკვე დაველოდებით მერიის რეაგირებას იმ მიმართულებებსა და შენიშვნებზე, რომელსაც თბილისის საკრებულო წერილობით აცნობებს“,- განაცხადა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.

 


2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე 12 თებერვალს იმსჯელებს, სწორედ ამ სხდომაზეა  დამოკიდებული თბილისელების და მათ შორის სოციალუირად დაუცველი 600 ათასი თბილისელის  ბედიც.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია