საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის განცხადება
საბიუჯეტო კრიზისის საბაბით დაუშვებელია სახელმწიფო მმართველობის შემოღება დედაქალაქში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/07 12:17:21

ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოაციაციამ შეშფოთება გამოხატა თბილისის საკრებულოს მიერ, პოლიტიკური მოტივებით, ბიუჯეტის არდამტკიცების გამო, რამაც შეიძლება,  თბილისში თვითმმართველობის ინსტიტუტიის გაუქმება და სახელმწიფო მმართველობის შემოღება გამოიწვიოს.ამ საკითხთან დაკავშირებით ასოციაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც თბილისის საკრებულოში მიმდინარე საეჭვო პროცესებზეა ყურადღება გამახვილებული.

გთავაზობთ ამ განცხადების სრულ ტექსტს:

 

 

"ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოაციაცია შეშფოთებას გამოთქვამს თბილისის საკრებულოს მიერ, პოლიტიკური მოტივებით, ბიუჯეტის არდამტკიცების გამო, რამაც ქალაქ თბილისში თვითმმართველობის ინსტიტუტიის გაუქმება და სახელმწიფო მმართველობის შემოღება შეიძლება გამოიწვიოს. საკრებულოში მიმდინარე პროცესები ეჭვს ბადებს, რადგან:

ა) იმ ადამიანთა უმრავლესობა ვინც ბიუჯეტის დამტკიდებას ეწინააღმდეგება, წინათ უპირობოთ ეთანხმებოდა თბილისის მერიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მათი ამჟამინდელი თავგამოდება ბადებს ეჭვს, რომ ისინი საკუთარი ნების თანახმად არ მოქმებენ;

 

ბ) ჩვენთვის ცხადია, რომ თბილისი საკრებულოს არა აქვს ქალაქის მთავრობის კონტროლის ქმედითი მექნიზმები, თუმცა გაუგებარია თბილისის საკრებულის უმრავლესობის პოზიცია როცა ისინი ხმას არ იმაღლებენ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული “თვითმმართველობის კოდექსის” წინააღდეგ რომელსაც თბილისის სუსტი საკრებულოს მოდელი საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში გადააქვს;

 

გ) ჩვენთვის ეჭვის საგანია ის, რომ დედაქალაში საბიუჯეტო კრიზისის ადგილი აქვს არჩენებამდე 3 თვით ადრე, რაც არჩევნების წინ დედაქალაქში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების საბაბი შეიძლება გახდეს. ეს იავარქმნის ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს, რადგან ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში არათუ არჩევნების წინ, არამედ არჩევნებამდე 6 თვით ადრეც, კანონმდებლობით არის აკრძალული საკრებულოს დათხოვნა.

 

მოვუწედებთ ქალაქ თბილისის საკრებულოს ყველა ფრაქციას, დამტკიცდეს ქალაქის ბიუჯეტი და თავიდან იქნას აცილებული პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის საფრთხე. გვესმის რა, რომ დედაქალაქის მმართველობის სისტემა ართულებს კონტროლს ბიუჯეტის ხარჯვაზე, საკრებულოს ვთავაზობთ, ერთად ვაკონტროლდ ქალაქის მთავრობა და ამ მოწოდებას მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება.

 

წარმოუდგენელია, საბიუჯეტო კრიზისის საბაბით სახელმწიფო მმმართველობის შემოღება დედაქალაქში მაშინ, როცა სამ თვეში ახალი ადგილობრივი ხელისუფლება აირჩევა და ამომრჩეველი თავად გასცემს თბილისის ბიუჯეტის ხარჯვისა და კონტროლის მანდატს."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2289
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია