დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართლის ძიებაში
იური ვაზაგაშვილი:"ვერ ვხედავ სხვაობას ვანო მერაბიშვილსა და ალექსანდრე ჭიკაიძეს შორის"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/06 23:38:53

 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოსყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობსსამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს, ხოლო გიორგი გამცემლიძე 2008 წლის 8 მაისს,  პატრულის მიერ განხორციელებული სროლების შედეგად დაიღუპა. ამ სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილისა და გიორგი გამცემლიძის მშობლები სამართალს ეძებენ, მაგრამ  დღემდე ვერ უპოვიათ.

 

"რეპორტიორის" პრესკლუბში   იური ვაზაგაშვილმა და ჯამბულ გამცემლიძემ პრესკონფერენცია გამართეს და დღევანდელი ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულეს. როგორც   იური ვაზაგაშვილმა განაცხდა, ის შეხვდა შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს, ამ შეხვედრის შემდეგ ის  კიდევ ერთხელ   დარწმუნდა, რომ ადამიანები, ვინც მისი რწმენით,  მისი შვილის მკვლელობის მონაწილეები არიან, არ დაისჯებიან.

 

 

 

   იური ვაზაგაშვილი (ზურაბ ვაზაგაშვილის მამა):

 

 _9 წლის მანძილზე რასაც ვითხოვდით ნაცმოძრაობისგან, იმავეს ვითხოვთ ახლა ახალი ხელისუფლებისგან.  ისინი, ვინც  საშინელებები ჩაიდინეს, დღეს  ისევ მაღალ თანამდებობებზე არიან . ზოგს პირიქით, აწინაურებენ. ამიტომ ჩვენ მეტის მოთმენა აღარ შეგვიძლია და კატეგორიულად მოვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის დამნაშავეები, ვინც ასეთ სისასტიკეს ჩადიოდნენ. იძულებულს გვხდიან, რომ ყოველ დღე აქციები გავმართოთ." 

 

 

 მოვითხოვ,    შინაგან საქმეთა მინისტრმა  ალექსანდრე ჭიკაიძემ   თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი  დალაქიშვილი და მისი მოადგილე მირზოევი გადააყენოს და დასაჯოს. ჩემს მოთხოვნას ალექსანდრე ჭიკაიძე არ დაეთანხმა.  ამიტომ მე დღეს  ვერ ხედავ სხვაობას   ვანო მერაბიშვილსა და ალექსანდრე ჭიკაიძეს შორის. ვანოც აწინაურებდა მკვლელებს და დამნაშავეებს და იგივე ხდება დღესაც," - განაცხდა ვაზაგაშვილმა

 

 

 

ჯამბულ გამცემლიძე ( გიორგი გამცემლიძის მამა):

_ვითხოვ, რომ გადახედილი და  დამძიებული იქნას ჩემი შვილის მკვლელობა. არსებობს ახალი გარემოებები, რომლებიც გვაქვს, რაც არ გაითვალისწინა ნაცმოძრაობის ხროვამ და იმ ჩინოვნიკებმა, რომლებიც მაშინ მოკალათებული იყვნენ პროკურატურაშ. გვინდოდა ახალი გარემოებები წარგვედგინა პროკურატურისათვის, მაგრამ   დღემდე  არავინ შეგვხმიანებია, "ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი", - განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4229
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია