დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაზა გაბუნია: „თბილისის ბიუჯეტში პრიორიტეტი დაავადებულ ბავშვებს და უსახლკაროებს უნდა მიენიჭოს“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/06 15:09:57

თბილისის ბიუჯეტის  პრიორიტეტების განხილვა საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის“ გამართულ სხდომაზე  შედგა. 

 

2014 წლის ბიუჯეტის პროექტში,  პირველ რიგში გათვალიწინებული უნდა იქნას ის პრიორიტეტები, რომელიც  დაავადებული ბავშვების მკურნალობისათვის არის საჭირო, სწორედ ეს შენიშვნა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული, რომელსაც მერიას გავუგზავნით ქალაქის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად“, – განაცხადა  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის  ხელმძღვანელმა ზაზა გაბუნიამ, რომელიც მერიას მიმართავს თბილისის ბიუჯეტში შეიტანონ შემდეგი პრიორიტეტები:

 

– ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტს გამოეყოს 100 000  (ასი ათასი) ლარი; ჰემოფილიით დაავადებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამის დასაფინანსებლად  გამოიყოს 71 340(სამოცდათერთმეტი ათას სამას ორმოცი) ლარი; უსახლკაროებისათვის სახლების ასაშენებლად 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, გაზის, წყლის, ელექტროგამანაწილებელი კომპანიებისადმი დიდი ოდენობის დავალიანების მქონე მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერა; 2012 წლის წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციო თანხის გამოყოფა;  ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის დაწყების ხელშეწყობისათვის არსებული თანხა გაიზარდოს 20 000 000 ( ოცი მილიონი) ლარით; 100 000 ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის  ხიდის  გაფორმებისათვის სამუშაოების დასაფინანებლად 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარი.


 

ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ ეს შენიშვნების მხოლოდ ერთი ნაწილია, ხოლო შენიშვნების მეორე ნაწილი ქალაქის ბიუჯეტის გამჭვირვალეობას ეხება. რაც  შეეხება  თბილისის ბიუჯეტს, მისი  განხილვა საკრებულო სხდომაზე 12 თებერვლისათვის არის დაგეგმილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია