საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ორი აქცია სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით (VIDEO)
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/06 13:27:55

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციამ იუსტიციის სახლის წინ მოქალაქე მანია გოგრიჭიანის მხარდასაჭერი აქცია გამართა. აღნიშნული ქალბატონი მოქალაქე მარინა ოდილაძე უჩივის. მისი განცხადებით, წლების უკან, ილაძისაგან სახლი იგირავა  და ვინაიდან მას არავინ ჰყავდა, მასთან ერთად ცხოვრობდა  გაუსაძლის პირობებში.


„ოდილაძე შემთხვევით შემხვდა, სახლს რომ ვეძებდი, მან შემომთავაზა მისი კუთვნილი სახლის დაგირავება, რომელიც ქუთაისში თამარ მეფის გამზირზე მდებარეობს. თან მეც მარტო ვარო, მითხრა და ერთად ვიცხოვროთო. მეც დავთანხმდი, დევნილი ვარ და წასასვლელი არსად მქონდა. მაგრამ იქ გაუსაძლისი პირობები იყო. მაბრალებდა ქურდობას, სულ მეჩხუბებოდა... ამ პირობების გათვალისწინებით, მოთხოვ საკუთარი თანხის დაბრუნება, ოილაძემ კი თანხა არ დამიბრუნა და სახლიდან გამოაგდო,“ – აცხადებს მანია გოგრიჭიანი.


 მანია გოგრიჭიანმა სასამართლოს მიმართა დასახმარებლად, რომელმაც მის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და ოილაძეს 3000 დოლარის გადახდა დააკისრა. თუმცა, დღემდე თანხა არ გადაურუხდია. მანია გოგრიჭიანი კი მას შემდეგ ახლობელთან არის შეფარებული.


 პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციამ სოლოდარობა გამოუცხადა 82 წლის ქალბატონს. გოგი წულაიას განცხადებით: „აღსრულების ბიუროს თანამშრომლები „უხორცო ლომებივით“ არიან და როცა კონკრეტულ შემთხვევაზე მიდგება საქმე, ცხვრებად იქცევიან. ამ ქალს  სახელმწიფოს ვალი რომ ქონდეს, უნიტაზსაც მოუძრობდნენ და წაიღებდნენ.  ჩვენ გვერდით ვუდგებით ამ ქალს და არა მარტო მას, ბევრია მის დღეში, ხალხს აწამებენ, სახლიდან ასახლებენ, ულუკმაპუროდ ტოვებენ და თუკი არ შეწყვეტენ მსგავს ქმდებებს, ვაპირებთ, უფრო მასშტაბური სახე მივცეთ ჩვენს აქციებს."

 

 

ქციას შეუერთდნენ ქუთაისის საავიაციო ქარხნის თანამშრომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ,  წლების მანძილზე იმუშავეს ქარხანაში, თუმცა ხელფასები დღემდე არ მიუღიათ.


არაერთი საჩივარი შევიტანეთ სასამართლოში, არაერთხელ მივმართეთ დახმარებით სხვადასხვა ორგანოებს, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია. პარლამენტიდან 200 მეტრში ასეთი უკანონობა ხდება, ხალხს მონებივით ამუშავებენ უხელფასოდ, ეს დაუშვებელია“, - განაცხადა ქარხნის ყოფილმა თანამშრომელბმა.


მათი თქმით,  ქარხნის ხელმძღვანელობა მოტყუებით ამუშავებს ხალხს. „ჩვენს კუთვნილ თანხას როგორც კი მოვითხოვდით, მაშინვე გვემუქრებოდნენ, რომ, თუკი შევწყვეტდით მუშაობას, საერთოდ არაფერს არ მოგვცემდნენ. მეტი რა გზა იყო, ვმუშაობდით და მორიგი პროტესტის შემთხვევაში, შეიძლება 100 ლარი „გადმოეგდოთ“ ჩვენს გასაჩუმებლად. დღემდე ასეთ სიტუაციაში მუშაობს იქ ხალხი“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1868
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია