დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
6 წლის გოგონას წერილი ღმერთს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/05 21:49:49

6 წლის ფინელმა გოგონამ საშობაოდ წერილი მისწერა ღმერთს, სადაც სთხოვდა, 100 მარკა ეჩუქებინა მისთვის. 
ფინეთში "არასწორი მისამართის" მქონე წერილების გახსნის უფლება აქვს მხოლოდ რესპუბლიკის პრეზიდენტს. ამიტომ წერილი მისამართით "ბატონო ღმერთო" წაიკითხა მაშინდელმა პრეზიდენტმა ურჰო კალევა კეკონენმა. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეესრულებინა ბავშვის თხოვნა, მაგრამ ჩათვალა, რომ ასეთი პატარა ბავშვისთვის 100 მარკა მეტისმეტად ბევრი იყო, გოგონას პირადი ავტომობილით 50 მარკა და "წერილი ღმერთისგან" გაუგზავნა.



მალე კანცელარიაში ისევ მიიღეს წერილი გოგონასგან, სადაც ბავშვი წერდა ღმერთს, რომ მას ფული მიუტანეს პრეზიდენტის ავტომობილით, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მის ქუჩაზე. გოგონა სთხოვდა ღმერთს, რომ აღარასოდეს გაეგზავნა ვინმესთვის ფული პრეზიდენტის ხელით, იმიტომ რომ პრეზიდენტმა ფულის ნახევარი მოიპარა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია