დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაში ადანაშაულებს ხატია ვედმედევა „ნაციონალებს“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/05 21:35:18

უთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევა  ბოლო დღეების განმავლობაში, მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს  და „ნაციონალურ მოძრაობას“ მის მიმართ წარმოებულ  ანტიპიარში ადანაშაულებს.

 

ხატია ვედმედევას განცხადებით, მას „ნაციონალებმა“ დაურეკეს და არჩევნების პერიოდში პრაიმერის ჩატარებისათვის თეატრის დათმობა სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.


„ერთი კვირის წინ თეატრის ყოფილმა დირექტორმა, რომელიც „ნაციონალური“ მოძრაობის  წევრია,  დამირეკა და მითხრა, რომ  პრაიმერისთვის ოპერის თეატრის დარბაზი ერთი დღით მიმექირავებინა, რაზეც კატეგორიული უარი ვუთხარი, რადგან თეატრი არ არის პოლიტიკური საღამოების ადგილი. თეატრი მხოლოდ შემოქმედებას უნდა ემსახურებოდეს. მას შემდეგ აგორდა ჩემს წინააღმდეგ ეს ბინძური პიარი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“  ხელწერაა.“ - განაცხადა ხატია ვედმედევამ.


ოპერის თეატრის დირექტორმა წინა მმართველობის დროს არსებულ დარღვევებზეც ისაუბრა:


 „როზა დვალიშვილის მმართველობის დროს უამრავი დარღვევაა დაფიქსირებული. როგორც გავარკვიეთ,  2011 წელს თეატრის რეაბილტაციისათვის 15.000.000 ლარი იყო გამოყოფილი და ამათმა  დაახლოებით 4.000.000 ლარი დახარჯეს. თეატრში კატასტროფული მდგომარეობაა, გარდა იმისა, რომ მათი მმართველობის დროს გაკეთებული რემონტის შედეგებს დღეს ვიმკით, დაკარგულია მთლიანი შენობის 700 კვადრატული მეტრი... სად წავიდა ეს თანხები, არავინ იცის, აღნიშნული საკითხით პროკურატურაც არის  დაინტერესებული. მე მზად ვარ, დასაბუთებული პასუხი გავცე დოკუმენტალურად თითოეულ ბრალდებას და შენიშვნას," – განაცხადა ხატია ვედმედევამ.


ვედმედევას განცხადებით,  მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები სამუშაოდან რამდენიმე თანამშრომლის დათხოვნის შედეგად გულისწყრომამ გამოიწვია.


 

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, გაჩერდეს და შეწყვიტოს ეს ბინძური პიარი.“ - აცხადებს ხატია ვედმედევა.

 

შეგახსენებთ, რომ ოპერის თეატრის ორმა ყოფილმა თანამშრომელმა დღეს დილით ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ თეატრის ბიუჯეტიდან ვედმედევა თანხას არამიზნობრივად _ სასტუმროებში, რესტორნებსა და სილამაზის სალონებში ხარჯავს. სწორედ მათ მიერ წარმოთქმულ ბრალდებებს უპასუხა თეატრის დირექტორმა გამართულ ბრიფინგზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია