დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოპოზიციის შეფასებები - ივანიშვილი ,,მოქალაქე“ თუ არაფორმალური ,,პრემიერ–მინისტრი“
კაკო ბობოხიძე:"ახალ ქურქში გახვეული ივანიშვილი ძველი საქმის გაგრძელებას აპირებს"
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/05 18:51:08

 

ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მოქალაქე“ დაარსების თაობაზე, პარლამენტარების პირველი განცხადებები  მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობის  და არასაპარლამენტო ოპოზიციის პოზიციები ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ერთმანეთს არსებითად დაემთხვა.

 


 საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე:,, საზოგადოება ივანიშვილის უცნაური გამოსვლებით და განცხადებებით, აქამდეც განებივრებული იყო და მისი ორგანიზაციის დაფუძნებით ქვეყანას არაფერი, ქართულ სიტყვათა ლექსიკონს კი ახალი მისეული ტერმინები შეემატება.“

 


საპარლამენტო უმცირესობის წევრი  პავლე კუბლაშვილი ,, როგორც ივანიშვილმა განგვიმარტა, ორგანიზაციის ერთ–ერთი ძირითადი ორიენტაცია  ეკონომიკური მიმართულება იქნება, ჩვენ გვახსოვს ყოფილი პრემიერის მიერ მოწონებული ინფლაცია ეკონომიკასთან დაკავშირებით და იმედი დავიტოვოთ, რომ იგივე დავალებას ხადურსაც არ მისცემს“

 


კრიტიკული იყო შეფასებებში არასაპარლამენტო ოპოზიციიდანაც, გურამ ჩახვაძემ ივანიშვილის ,, გამოქალაქება“ პოლიტიკაში დაბრუნების ხრიკად შეაფასა:,, უდაოა, რომ ამ ფორმით ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს იმისთვის, რომ მთავრობა მართოს’-’აღნიშნა ჩახვაძემ.

 


ცალსახად კრიტიკული იყო შეფასებებში საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი აკაკი ბობოხიძე:,, ივანიშვილს თუ  ქვეყვის მართვა სურდა, ამისთვის მას პირდაპირი პოსტი ქჰონდა , რომელსაც, როგორც ჩანს, ვერ შეელია და ახალ ქურქში გახვეული ძველი საქმის გაგრძლებას აპირებს. აშკარაა, რომ ივანიშვილი არასად არ წასულა და კვლავ ქვეყნის არაფორმალური პრემიერმინისტრია“

 


ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ქრისტიან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი.  ახვლედიანი ,, მოქალაქის“ დაფუძნებაში ყველაზე დიდ საფრთხედ მედიის მოსყიდვის და მათზე კონტროლის განხორციელების მცდელობას ხედავს,,

 


 

როგორც მოსალოდნელი იყო, უმცირესობის პოზიციებს მმართველი გუნდის მოსაზრებები ცალსახად არ დაემთხვა,  ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ,,გამოქალაქებაში“  პოლიტიკურ მოტივებს ვერ ხედავენ და ივანიშვილის, როგორც მოქალაქის წარმატებულ მოღვაწეობაში დარწმუნებულები არიან.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3603
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია