დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში სოციალურად დაუცველ 20 ოჯახს საჩუქრები გადაეცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/05 16:52:37

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით გამართული საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში ქუთაისში  სოციალურად დაუცველმა 20–მა ოჯახმა დახმარება მიიღო. 


მორჩაძეებისა და კჭავების 6 სულიან ოჯახებს საჩუქრები ქუთაისის მმშ შოთა მურღულიამ და ფინანსთა სამინისტროს  მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ქეთევან კიკნაძემ სახლში მიუტანეს. 18-მა ოჯახმა კი ტანსაცმელი და ზამთრისთვის საჭირო ნივთები სოციალური მომსახურების სააგენტოში მიიღო.


ქეთევან კიკნაძის განცხადებით, დღეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს 4 000 ლარის ღირებულების ნივთები გადაეცა, ღონისძიება მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა რაიონებს მოიცავს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია