დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადამიანის უფლებები
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარი და კახი კალაძე გააკრიტიკა
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/05 16:15:44

დღეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ერთი  თვის  ანგარიში წარუდგინა.  ის სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს რეკომენდაციებს აძლევს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ  მხუთავი აირის(ე.წ. „წიწაკის გაზის“) გამოყენება დახურულ სივრცეში არ შეიძლება. უჩა ნანუაშვილს შენიშვნები აქვს  პატიმრების დასამშვიდებელ სხვა საშუალებებთან დაკავშირებითაც. კერძოდ,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ  ახალ კანონპროექტში არ არის დეტალურად  გაწერილი, თუ რატომ არის საჭირო ამა თუ იმ  სადამსჯელო  საშუალებების გამოყენება. უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციები მდგომარეობს იმაში, რომ  კანონში „პატიმრობის შესახებ“ ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს გაწერილი და არ უნდა დარჩეს  სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაციას თვითნებობის შესაძლებლობა.

 

დღევანდელ  ანგარიშში სახალხო დამცველი კრიტიკული იყო პარლამენტის მიმართაც. მან მოუწოდა პარლამენტს, რომ  შეიქმნას ხარვეზების დამდგენი კომისია. ასევე  ნანუაშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტრო და თავად მინისტრი სოზარ სუბარიც გააკრიტიკა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მოქმედებს  სხვადასხვა  ჯანდაცვის პროგრამები, პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინც უმძიმესია, ძალიან ბევრი პატიმარია დაავადებული, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. ამ მხრივ სასჯელაღსრულებითმა დაწესებულებამ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მიიღო, თუმცა  მინისტრი სოზარ სუბარი გულგრილია ამ  პატიმრების მიმართ, კვლავ ადგილი აქვს პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობას,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.


სახალხო დამცველმა საშობაო ეპისტოლეც შეაფასა. მისი აზრით, ისეთი თემები არ უნდა გავხადოთ  საზოგადოებისათვის მსჯელობის საგნად, რომელიც მტკივნეული იქნება საზოგადოების ფართო ფენებისათვის.


„საშობაო ეპისტოლემ საზოგადოების გარკვეულ  ჯგუფს მიაყენა ტკივილი,  სუროგაციის თემა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ამიტომაც საჭიროა ამ  საკითხზე დებატები შედგეს.“ – ამბობს ის.


უჩა ნანუაშვილმა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც  გააკრიტიკა  ხუდონჰესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.


 უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი: „კახ კალაძემ ჩვენს განცხადებას უწოდა სრული სიცრუე, ეს ეხებოდა ჩვენს პოზიციას, რომ ვთხოვეთ სამინისტროს და ინვესტორ კომპანიას დიალოგის დაწყება ხაიშის მოსახლეობასთან. 2 დღის წინ გვქონდა ჩვენ საუბარი ხაიშელებთან, მოვისმინეთ მათი პრობლემები. ხაიშელების თხოვნა იყო, როგორც სამინისტროსთან, ასევე ინვესტორთან, რომ შემდგარიყო დიალოგი სამინისტროსა და ინვესტორ კომპანიასთან. მეორე თხოვნა კი იყო მეტი დრო ყოფილიყო გამოყოფილი ეგრეთწოდებული ყრილობის ორგანიზებისთვის, რომელიც დაანონსებული იყო. განცხადება, რომლითაც მივმართეთ ორივე მხარეს, მდგომარეობდა იმაში, რომ ეს დიალოგი დაწყებულიყო. სამწუხაროდ, როგორც ენერგეტიკის სამინისტროსგან, ასევე ინვესტორისგან მივიღეთ უარი. მინდა ვთხოვო კახი კალაძეს, რომ მომავალში, სანამ მსგავს გადაუმოწმებელ განცხადებას გაავრცელებს, მანამდე გადაამოწმოს საკუთრ პრესსამსახურთან, რადგანაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ  ის არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რაც  სახალხო დამცველის ოფისმა გაავრცელა. სხვა შემთხვევაში ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებას  კალაძე არ გაავრცელებდა,“ განაცხადა მან.


 

სახალხო დამცველის ანგარიშში ვერ მოხვდა ლაფანყურის სპეცოპერაციის  შეფასება, თუმცა უჩა ნანუაშვილი ჟურნალისტებს შეჰპირდა, რომ გამოძიება გაზაფხულზე დასრულდება და ამის შესახებ ანგარიშს საზოგადოებას გაზაფხულზევე  წარუდგენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია