საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხატია ვედმედევა: „ეპილაციაში საკუთარი თანხა გადავიხადე“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/05 15:30:21

ხატია ვედმედევას პასუხის პასუხი და „კონტრშეტევა“ ოპერის თეატრის ყიფილ თანამშრომელზე


რა თანხა ჯდება ოპერის თეატრის მსახიობების „სალონური ვოიაჟი“


ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი არტ-მენეჯერი გვანცა გაბუნია იმ ფინანსურ დარღვევებზე საუბრობს, რაც მისი თქმით,  თეატრს ახალი მმართველობის პირობებში გაუჩნდა. მისი ინფორმაციით, 2013 წლის 23 სექტემბერს თეატრმა ეგრეთწოდებული „ალა-ფურშეტი“ გააკეთა, რაზეც თითქოსდა 7 ათასი ლარი დაიხარჯა მაშინ, როცა  აღნიშნული თანხიდან საღამოს ფოტოგრაფს კუთვნილი  300 ლარიც კი არ გადაუხადეს.  


გვანცა გაბუნია: „ხატია ვედმედევამ თქვა, რომ აღნიშნული 7000 ლარით თეატრი „ვითიბი“ ბანკმა დააფინანსა, რაც აღმოჩნდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. იმ საღამოზე თბილისიდან 72-კაციან დელეგაციას უმასპინძლეს, რომელთა ერთღამიანი მოსვენება სასტუმროში 12 ათასი ლარი დაჯდა. თეატრს აქვს გერმანელი მოწვეული მსახიობებისთვის დავალიანება 1000 ევროს ოდენობით 23 ნოემბრიდან და თანხა დღემდე არ გადაურიცხავთ მაშინ, როდესაც ხელშეკრულება გააფორმეს სილამაზის სალონ „ელიზიუმთან“ და  მომსახურებაში 3000 ლარს იხდიან, ამ მომსახურებას სალონისგან თეატრის თანამშრომლები იღებენ და მასში შედის მაკიაჟი, ეპილაცია და თმის ვარცხნილობა. გვაინტერესებს კითხვაზე პასუხი თეატრის მმართველისაგან: მაშინ, როდესაც თანამშრომლები ხელფასებსაც ვერ იღებენ დროულად, აქვს თუ არა ოპერის თეატრს ამდენის ფუფუნება?“


ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს ბრალდებითვე უპასუხა თეატრის მმართველმა ხატია ვედმედევამ.


„ოპერისა და ბალეტის თეატრს არავითრაი არამიზნობრივი ხარჯი და  ვალი არ გააჩნია, ჩვენ მართლაც გვაქვს სილამაზის სალონ „ელიზიუმთან“ ხელშეკრულება, მაგრამ ამ მომსახურებით მე, პირადად, არ ვსარგებლობ და იგივე ეპილაციაში საკუთარი თანხა 300 ლარი გადავიხადე, დავალიანება აქვს თავად გვანცა გაბუნიას თეატრის მიმართ და ის 883 ლარს შეადგენს და ურჩევნია, საფუძველს მოკლებული ბრალდებების ნაცვლად, დავალიანება დაუფაროს თეატრს.“

 

 

ოპერაში მიმდინარე პროცესებზე დღეს თეატრის მმართველობა მორიგი საგანგებო ბრიფინგის გამართვას 17:00 საათისთვის გეგმავს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია