დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გშია? – იაზროვნე სახელმწიფოებრივად!
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/05 15:15:26

ბიძინა ივანიშვილი: „1500 ლარიანი ხელფასი მინისტრის ოჯახისათვის საკმარისი არ არის...“


როდესაც ჩვეულებრივ ადამიანს საარსებო მინიმუმი ენატრება...

 

„მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმათ, ვინც ვერ დასაქმდა“

 

მოსალოდნელია თუ არა ეკონომიკური ვარდნა, ლარის კურსის გაუფასურება და ფასების ზრდა? ამ კითვებზე  ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქის პრეზენტაციაზე უპასუხა.  მისი აზრით, როდესაც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ბოლო ათეული წლების განმავლობაში საერთო პროდუქციის მაჩვენებელი ერთ ადამიანზე პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დაბალია და  ბოლო ადგილზე ვართ.  სასომხეთი, რომელიც ერთ დროს ჩვენსავით ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, დღეს წარმატებულია, ჩვენ კი ჯერ სად ვართ? რა ააშენეს ნაციონალებმა? ამ ეკონომიკით გვინდა ევროპაში შესვლა? რა შეცდომა დავუშვით, ამაზე უნდა ვისაუბროთ, აცხადებს ივანიშვილი.


ბიძინა ივანიშვილს  ჟურნალისტებმა  წინასაარჩევნ დაპირებებიც შეახსენეს. კერძოდ, პირველადი მოხმარების პროდუქტების გაიაფება, საწვავზე და გაზზე  ტარიფის დაკლება  და მოსახლეობის  დასაქმება.


მოქალაქ თავჯდომარე წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს.


       რაც შეეხება ფასების დაკლებას,  ამაზე მუშაობა ყველაზე ძნელი აღმოჩნდა, გარკვეული ფასდაკლება მოხდა ელექტროენერგიაზე და გაზზე. გაირკვა, რომ ტრანზიტი  ბევრად  ძვირია.   

 

რომ იძახით ეკონომიკურ ვარდნააო, სად არის  ჩავარდნა?  25%–ნი  ეკონომიკური მაჩვენებელი არც ისე ცუდია, შიდა პროდუქტი  ერთნახევარჯერ გაიზარდა. საქართველოდან ემიგრირებული ბიზნესმენები თუ დროულად დაბრუნდებიან,  მაშინ ეკონომიკაში ორნიშნიანი ზრდა გვექნება. მე შევპირდი  ჩვენს ამომრჩეველს პირველი და მეორე წელი ცოტა რთული, მესამე კარგი და მეოთხე  ძალიან კარგი იქნება.  თუ ყველაფერი კარგად განვითარდა 5–6 წელიწადში 10 ნიშნიანი ეკონომიკური ზრდა იქნება, თუ, რა თქმა უნდა,  ამას გარე ფაქტორებიც შეუწყობს ხელს,“ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა


 ბიძინა ივანიშვილი დასაქმების თემასაც შეეხო. მისი განცხადებით,  არ შეიძლება ქვეყნაში ამდენი ადამიანი დასაქმდეს საჯარო სამსახურში. ის ადამიანები, რომლებიც ჩემი მხარდამჭერები იყვნენ, უკმაყოფილონი არიან ამის გამო, მე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმათ, ვინც ვერ დასაქმდა.“ – განაცხადა მან.


       რაც შეეხება რეგიონებს, ვფიქრობ, ახალი თვითმართველობის კოდექსი რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს. მართალია, რეგიონებს უჭირთ, მაგრამ მინისტრებს მეტი  პასუხისგებლობა აქვთ და შესაბამისად დიდი ხელფასიც.


 ბიძინა ივანიშვილმა  დადებთად შეაფასა სამოქალაქო სექტორის აჟიოტაჟი ჩინოვნიკების მიერ ძვირადღირებული ჯიპების შეძენის გამო, ხოლო მინისტრების ხელფასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  მინისტრებს სოლიდური ხელფასი უნდა ჰქონდეთ, რადგან  1500 ლარიანი ხელფასი მინისტრის ოჯახისათვის საკმარისი არ არის, თანაც დიდია ხელის  წაცდენის  ცდუნება.  თუმცა საზოგადოებას ვპირდები, რომ ვერცერთი მინისტრი პრემიას ვერ გამოიწერს“ – განაცხადა ივანიშვილმა.


ჟურნალისტის კითხვაზე სახელფასო თანაფარდობის შესახებ, როდესაც ჩვეულებრივ ადამიანს საარსებო მინიმუმი ენატრება, ეს ხომ არ გამოიწვევს საზოგადოების გაღიზიანებას,  ივანიშვილი შემდეგნირად პასუხობს მოქალაქეებ სახემწიფოებრივად უნდა აზროვნებდნენ.


ბიძინა ივანიშვილმა შეპირებული 100 საწარმოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართუ ბანკმა 100-ზე მეტი საწარმოო დააფინასა.


       რაც შეეხება ბიუჯეტს,   ის უნდა  გადანაწილდეს. შესაძლოა, ბიუჯეტი არის შეზღუდული, მაგრამ  ეს თანხები უნდა გადავანაწილოთ, პრიორიტეტი ჯანდაცვასა და  საზღვაო ფლოტის აღდგენას უნდა მოვახმაროთ. წინა ხელისუფლებამ იარაღის შეძენაში 2 მილიარდი  ლარი დახარჯა, რომელიც  გაუგებარია,  რაში დაიხარჯა?  დღეს საზოგადოება უნდა იყოს ყველაფრის განმკარგავი. განაცხადა ივანიშვილმა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია