დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილი სატელიტ არასამთავრობოს ქმნის?
ყოფილი გენპროკურორი არჩილ კბილაშვილი არსამთავრობო ორგანიზაცია „ევროპულ არჩევანს“ ქმნის
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/05 15:02:01

არასამთავრობო სექტორში გადასული ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ყოფილ გენერალურ პროკურორს არჩილ კბილაშვილსა და მის მიერ პროკურატურაში ჩატარებულ საქმიანობას იხსენებს. იგი აცხადებს, რომ ყოფილ გენპროკურორს სწორედ მან არ მისცა გაუხსნელი საქმეები ნაადრევად  დღის სინათლეზე გამოტანის უფლება, რადგან საჭირო იყო პროფესიონალიზმი და ხარისხიანი გამოძიება. ივანიშვილის მოსაზრებით, საზოგადოება ამის გამო უკმაყოფილოა, თითქოსდა სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეჩერდა. ყოფილი პრემიერი განმარტავს, რომ სამართლიანობა კი არ შეჩერდა, არამედ ის სულ სხვა განზომილებაში გადავიდა. სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქესთან და ასევე სხვა არასამთავრობოებთან ერთად აპირებს ხელისუფლების კონტროლს. ივანიშვილის სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპული არჩევანი იქნება, რომელსაც არჩილ კბილაშვილი ქმნის, ეს ფაქტი მოქალაქის პრეზენტაციაზე თავად ივანიშვილმა გააჟღერა.


 

  არჩილ კბილაშვილი კარგი ადვოკატი იყო. მას დაძლეული აქვს პრობლემები სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. მე ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ არ აჩქარებულიყო. პირადად მქონდა შეხვედრა კბილაშვილთან,  როცა პრემიერი ვიყავი და მქონდა მასთან  საუბარი. მოვითხოვდი,  ყველა საქმე გამოძიებულიყო გამჭირვალედ. მაშინ ჩემი მინიშნება იყო იმაზე, რომ აქცენტი გაეკეთებინათ პროფესიონალიზმის მიმართ. დღესაც საზოგადოება გვსაყვედურობს იმის გამო, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირება არ შესრულდა, შესაბამისად,  უფრო ფართოდ გიპასუხებთ, ამის  მიზეზებსაც განვმარტავ გამოძიების ხარისხი უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი. ამავდროულად, პროკურატურაში მიმდინარეობს თანამშრომლების შეცვლის პროცესი. სასამართლო პრაქტიკულად დამოუკიდებელი გახდა, ახალი ხელისუფლება მასზე ზეწოლას  აღარ ახდენს, როგორც ნაციონალები ახდენდნენ. პროცესები მიმდინარეობს, შედეგი კი  ის არის, რომ ყოფილი ჩინოვნიკენი ციხეში არიან. რაც შეეხება არჩილ კბილაშვილს, მას მალე ვიხილავთ არასამთავრობო სექტორში, ის ქმნის არსამთავრობო ორგანიზაციას ევროპული არჩევანი და მალე საზოგადოების წინაშე წარსდგება,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია