საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილს მედიის გაკონტროლება სურს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/05 14:54:20

თქვენ ჟურნალისტები გაისვრით და მე უნდა ვეძებო,  თქვენი ნასროლი სად წავიდა

 

ყოფილმა პრემიერმა არასამთავრობო ორგანიზაციის მოქალაქის პრეზენტაციაზე  ჟურნალისტებთან შეხვედრისას  კრიტიკული შენიშვნები მედიასაც მისცა. მისი განცხადებით,  ქართული მედია ობიექტურობას არის მოკლებული და საჭიროა  რეფორმირება და მისი  მონიტორინგი. უფრო მეტიც,  ბიძინა ივანიშვილმა მედიას ტრენინგების ჩატარება და გადამზადება მოსთხოვა.  რაც  მთავარია, ეჭქვეშ დააყენა ქართული მედიის პროფესიონალიზმი. გარდა მედიისა, ივანიშვილი ექსპერტების მონოტინგსაც აპირებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფი  ხელისუფლების სამ შტოს გააკონტროლებს და ასევე მეოთხე ხელისუფლებასაც _ ქართულ მედიას.  თუმცა, აუხდება თუ არა  მას  ეს ბოლო ოცნება,  ჯერ კიდევ საკითხავია.  უნობილია – ჟურნალისტების მართვა არც ისე იოლია. თუ  ბიძინა ივანიშვილი მედიაზე ზეწოილას განახორციელებს, ეს ქართული მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს საფრთხეს შეუქმნის. მაგრამ, გამორიცხული არ არის,  მედიის ნაწილი მიეყიდოს  კიდეც ექპრემიერს და დღევანდელ მოქალაქეს.


ბიძინა ივანიშვილი ქართულ მედიაზე არც ისე სახარბიელო კომენტარს აკეთებს:


_ ქართული მედიის ობიექტურობის ხარისხი უნდა გაიზარდოს, ის არ უნდა იყოს ჭორზე დაფუძნებული, თუმცა,  არის ქვეყნები, სადაც ყვითელი პრესა კარგად საღდება. ჩვენს ორგანიზაციას სურს, რომ ქართულ მედიას ხარისხის ამაღლებაში დაეხმაროს, საჭიროა პროფესიონალიზმის გაზრდა და ხარისხიანი მედია, ჩენ ანალიტიკოსებს და მედიას ტრენინგებს ჩავუტარებთ. თქვენ, ჟურნალისტები, ოცა გინდათ, გაისვრით და მე უნდა ვეძებო თქვენი ნასროლი სად წავიდა? _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მოქალაქის პრეზენტაციაზე ქართული მედიის შეკითხვებმა  ყოფილი პრემიერი, როგორც ყოველთვის, საკმაოდ გააიზიანა. მას სურს მართული და მობილური მედია-სივრცე, რომელიც ნაკლებად კრიტიკული იქნება ბიძინა ივანიშვილის და დღევანდელი ხელისუფლების მიმართ – ფიქრობენ მედიასაშუალებების და საზოგადოების წარმომადგენლები. საკითხავია,  შეძლებს კი ბიძინა ივანიშვილი მედიის მართვას?

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია