დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოში სამარშუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/05 13:18:36

ქალაქ წყალტუბოში ადგილობრივი სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა პროტესტი გამოხატეს ხაზზე ახალი მარშრუტის დამატების გამო. მძღოლების განცხადებით,  მათი სამუშაო დღეები ისედაც მცირეა და კიდევ ახალი ხაზის დამატება არ არის საჭირო.


„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, წყალტუბო არ საჭიროებს ხაზის დამატებას, ყაჩაღობაა და მეტი არაფერი, მათ მთელს იმერეთის რაიონში ფეხი ვერსად ვერ მოიკიდეს და აქ უნდათ, რომ დაიმკვიდრონ ადგილი. „ძმა-ბიჭების“ გუნდია და მათი მოსვლით სამუშაო დღეები აქ მომუშავეებს შეუმცირდებათ, რაც უკანონობაა. “ - განახცადა საქართველოს ტრანსპორტის კომკავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ.


წყალტუბოში ამჟამად ძირითადად სამი გადამზიდი კომპანია მუშაობს, ესენია: სააქციო საზოგადოება „შევარდენი“, „სხივი“ და „სპეცავტომეურნეობა“.  მძღოლების განცხადებით, ისინი თვეში მხოლოდ 10 დღე მუშაობენ და, მოითხოვენ,  მათ გაუზარდონ დღეები და არა ახალი ხაზი ჩასვან რეისზე.

ახალი კომპანია, რომლის წინააღმდეგაც გაიფიცნენ წყალტუბოს სამარშრუტო ტაქსის მძღოლები,  შპს „ტურიზმი 2012“-ია , რომლის მესაკუთრეა ავთანდილ მურღულია. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულმა პიროვნებამ  საკრებულოში შეიტანა განცხადება  წყალტუბო-ქუთაისი-ქვიტირის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო ხაზის დანიშვნაზე. საკრებულოს მომავალ სხდომაზე გადაწყდება, დაუმტკიცებენ თუ არა ამ ხაზს.


„ახალი კომპანია  ჯერ არ შემოსულა. საკრებულოზე გადაწყდება, დაუმტკიცებენ თუ არა ხაზს. მე, პირდად,  ვთხოვე მძღოლებს,  დაშლილიყვნენ და გაეგრძელებინათ მუშაობა,“-განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.


მძღოლებმა პროტესტი მალევე შეწყვიტეს. თუმცა, მათი შემდგომი მოქმედება საკრებულოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.


წყალტუბოს  საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ჯამბულ შუღლაძის განცხადებით, საქალაქო ტრანსპორტის კანონის მიხედვით ნებისმიერ ახალ კომპანიას აქვს უფლება შეზღუდვების გარეშე განახორციელოს ტრანსპორტირება, ნებართვის გამცემ სააგენტოს არ შეუძლია  უარის თქმა განცხადებაზე.


„ორგანულ კანონში განსაზღვრულია, რომ  ჩვენ  მხოლოდ შიგა საქალაქო ტრანსპორტის რეგულირება შეგვიძლია, დანარჩენი თვითმმართველი ორგანოს კომპეტენციაა. რაც შეეხება გაფიცულ მძღოლებს, ისინი ვალდებულნი არიან კანონს დაემორჩილონ.“


 ჯამბულ შუღლაძის თქმით, შპს „ტრანსპორტი 2012 ის“ მფლობელმა ავთანდილ მურღულიამ განაცხადთან ერთად საკრებულოს წარუადგინა 144 პიროვნების ხელმოწერა ხაზის მოთხოვნასთან დაკავშირებით.


საბოლოო ვერდიქტს საკრებულო გამოიტანს, თუმცა კანონის მიხედვით განაცხადის შეტანა უკვე გულისხმობს ნებართვას. სამარშუტო ტაქსის მძღოლები კი დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში კვლავაც აპირებენ  შედეგის გაპროტესტებას. აღნიშნული ხაზზე დამტკიცევის შემთხვევაში, #88 მარშუტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: წყალტუბო-ქუთაისი-ქვიტირი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია