საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვახტანგ ოქროპირიძე: „საპატრიარქო სისტემაში ათობით დათვი არის უკანონო ტყვეობაში“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/02/05 12:39:55

ვახტანგ ოქროპირიძე გარემოს დამცველის ამპლუაში ბოლო ინფორმაციას psnews.ge-ს აწვდის

 

საქართველოს გარემოს დამცველის ოფისი დაფუძნდა 2013 წლის 15 მაისს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სკანდალებით ცნობილი ვახტანგ ოქროპირიძე, უკვე შეცვალა სამეურვეო საბჭომ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ოქროპირიძე ფინანსურ დარღვევებშია ეჭვმიტანილი.

 

თავად ვახტანგ ოქრობიპიძეს პრეტენზიები აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართ და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს. თუ რატომ და რას ედავება ოქროპირიძე ხელისუფლებას, ამის შესახებ მისი მონათხრობიდან გაიგებთ.

 

ოქროპირიძის  განცხადებით, ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია: ჩაატაროს საზოგადოებრივი მონიტორინგი გარემოს დაცვის სისტემაში სახელმწიფო ორგანოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან მიმართებაში ასევე კონკრეტულ გარემოსდაცვით საკითხებზე მოამზადოს სპეციალური რეკომენდაციები და წინადადებები, ორგანიზაცია დაფუძნების დღიდან ახორციელებს საზოგადოებრივ მონიტორინგს, ორგანიზაციის მიერ დაფუძნების დღიდან შემუშავებულია 150-მდე სპეციალური რეკომენდაცია და წინადადება საქართველოში გარემოს დაცვითი მდგომარეობის შესახებ. ოქროპირიძემ ჩვენთან საუბრისას მწვავე განცხადებები გააკეთა გარემოს დაცვის სამინისტროს მისამართით:


 საქართველოს გარემოს დამცველის ოფისი აქტიურად იყო ჩართული აჭარაში დიდაჭარის ჰესის მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიმართულებით. ორგანიზაციამ თითქმის სამასამდე მოქალაქის ხელმოწერილი განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა სამინისტროს მიერ საკითხის დეტალური შესწავლა. სამინისტრომ ჩვენი განცხადების საფუძველზე დაიწყო მოკვლევა და დანიშნა სხდომა მოიწვია აჭარის გარემოსა დაბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველობს წარმომადგენლობა და მის მიერ ლობირებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჩვენ, როგორც დაინტერესებული მხარეს, არც კი გვქონდა ინფორმაცია, რომ სამინისტრო შეხვედრას მართავდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილება გვაცნობა სამინისტრომ, ისიც ჩვენი დამატებითი წერილობითი მოთხოვნის შემდგომ, მაშინ, როდესაც ჩვენ წარმოვადგენდით იმ სამასი ხელმომწერი ადამიანის ინტერესებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ სამინისტროსაგან განმარტებები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ინგა ნიკაგოსიანმა, ნაცვლად იმისა, რომ არსებული მდგომარეობის გარკვევაში დაგვხმარებოდა, ზედაპირული და სრულიად არაადევატიური განცხადრებები გააკე აღნიშნულთან დაკავშირებით და განგვიცხადა, რომ სამინისტროს მიერ არავინ არ ყოფილა ამ შეხვედრაზე წინასწარ მოწვეული. მაშინ იბადება კითხვა, საიდან გაიგო გარემოს დაცვის სამმართველომ და არასამავრობო ორგანიზაციებმა დანიშნული სხდომის შესახებ? ამის შემდგომ, როდესაც სამინისტრომ დაინახა რეალურად განსხვავებულად და, ხშირ შემთხვევაში, კრიტიკულად მოაზროვნე ორგანიზაცია, დაიწყო ჩვენი ბლოკადა, რაც გამოიხატრება იმაში, რომ სამინისტრო პირადი კონტაქტების გამოყენებით კონკრეტულ ღონისძიებებზე იბარებს მისთვის მისაღებ, ნაკლებად აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კონკრეტულ პრეზენტაციებზე მოწვეული ჰყავს ის არასამთავრობოები, რომლებსა კრიტიკ და განსხვავებული აზრის შესახებ სიტყვაც არ დაძვრებათ, ხოლო ჩვენ საერთოდ ინფორმაციასაც კი არ გვაწვდიან.


სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ვთხოვე, გამოენახა დრო ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრის მიზნით, რაზეც მივიღეთ უარი იმ მოტივით, რომ თურმე ჩვენ 2013 წლის ივნისის თვეში გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით მინისტრის პირველ მოადგილეს, ქალბატონ ნინო შარაშიძეს და დეპარტამენტების წარმომადგენლებს, მინდა გითხრათ, თუ როგორ მოხდა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა, სამინისტროს არაერთხელ, ორგანიზაციის დაფუძნებისას, ვაცნობეთ, რომ გვსურდა მინისტრთან ან მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა, რაზეც ყოველთვის უარს ვღებულობდით მხოლოდ ჩვენ. ხოლო სხვა არასამავრობო ორგანიზაციებისთვის სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა. ჩვენ 2013 წლის მაისის თვეში მაწანწალა ძაღლების პრობლემასთან დაკავშირებით ვმუშაობდით, რა დროსაც გავიცანით ფონდიარგუსი 2000“ დამუძნებელი ქალბატონ რუსუდან წურწუმია და იასონ ბადრიძე. ეს ორი პიროვნება, როგორც გაირკვა, მინისტრის პირველი მოადგილის, ქალბატონ ნინო შარაშიძის, ახლო მეგობრები იყვნენ და მათ შემომთავაზეს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა. მეც რასაკვირველია, დავთანხმდი. შეხვედრა ზუსტად 3 დღეში შედგა მაშინ, როდესაც ჩვენ მთელი ორი თვე ვცდილობდით სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას. ამ შეხვედრას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თითმის მთელი ერთი წელია გვაყვედრის. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გამოთხოივნას, როგორც იცით, საქართველოს საპატრიარქო სისტემაში ათობით დათვი არის უკანონო ტყვეობაში, აუტანელ პირობებში. სამონასტრო კომპლექსებში დათვები მხოლოდ იმის გამოა, რომ სასულიერო პირებმა დათვები სამონასტრო კომპლექში მისულ სტუმრებს აჩვენონ და ამით მოზიდონ შემოწირულობები. დათვების სამონასტრო კომპლექსებში გამომწყვდევაში არანაირ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ჩვენ ვერ ვხედავთ. სამონასტრო კომპლექსები ზოოლოგიურ პარკად არის გადაქცეული და ეს უბრალოდ სირცხვილია. სამინისტროს არაერთხელ მივმარეთ მოთხოვნით, მოგვაწოდეთ ინფორმაცია საპატრიაქროს რა რაოდენობის გარეული ცხოველები ჰყავს დატყვევებული, მოგვწოდეთ ინფორმაცია რამდენი ჰექტარი სატყეო ფონდი აქვს საპატრიარქოს გადაცემული, ასევე მოგვაწოდეთ ინფორმაცია მუნიციპალიტეტების სატყეო ფონდების შესახებ და .. მაგრამ უშედეგოდ. სამინისტრი პასუხს გვცემს მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რაც მისთვის არის ხელსაყრელი და რეალურ პრობლემატურ ინფორმაციებზე სირაქლემის პოზიაციაშია. რაც შეეხება ლობირებულ ორგანიზაციებს, დიახ, სწორედ ლობირებულია ბევრი არასამთავროვო სექტორი საქართველოში, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში მოქმდებს დღეს, რადგან სამინისტროსგან კონკრეტული გამორჩენის იმედი აქვს. არ გამოვრიცხავთ, ადგილი ჰქონდეს გარმოს დაცვის სამინისტროში კარგად შეფუთულ კორუფციულ გარიგებებსაც, რადგანაც სამინისტრო სწორედ კორუფციული გარიგებების დაფარვის მიზნით რეალურ განსხვავებულად მოაზროვნე და ინფორმაციის გამავრცელებელ შესაძლო საფრთხის შემცველ ორგანიზაციებს ბლოკავს.


სულ რამდენიმე დღის წინ სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მურა დათვების დაცვასთან დაკავშირები. ქუთაისიდან ჩამოიყვანეს უკანონო ტყვეობაში მყოფი მურა დათვი და მიაბარეს . თბილისის მერიის მუნიციპალურ თავშესაფარს, სადაც თითქმის იგივე მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც იყო. არაფერი არსებითად, ცხოველის შენახვის პირობებთან მიმარებაში, არ შეცვლილა. ბიზმესმენმა და ცხოველთა დამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა სამინისტროს არერთხე მიმართა როგორც წერილობით, ისე სიტყვიერად და სთხოვა, ცხოველის მისთვის დროებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მიბარება, რადგან მას აქვს სათანადო პირობებთან მიახლოებული ვოლიერული სისტემა. მაგრამ სამინიტრო ყურსაც არ იბერტყავს ამაზე, როცა პირადად მე დაურეკე და ვთხოვე ქალბატონ ინგა ნიკაგოსიანს, რომ მდგომარეობა სავალალოა და რაღაც ღონისძიების გაკეება არის საჭირო, მისი პასუხი იმდენად შეურაცმყოფელი და ცინიკური იყო, რომ გადავწვიტე, სასამართლოსათვის მიმემართა და უახლოეს დღეებში აუცილებლად შევიტანთ სარჩელს.


ამ რამოდენიმე კვირის წინ გავაკეთეთ კომენტარი მაესტროს ეთერში ორგანიზაციის სახელით, სადაც მწვავედ დავაყენე ეს საკითხები და მოვითხოვე დახმარება, როდესაც მაესტროს ჟურნალისტი ურეკავდა ინგა ნიკაგოსიანს. მან უარი განაცხადა სამინისტროს პოზიციის დაფიქსირებაზე, რამაც გამოიწვია ის, რომ მაესტრომ არ გაავცელა ჩვენი განცხადება და მოვექეცით საინფორმაციო ბლოკადაში.


ძალიან გული გვწყდება ყველა ჩვენთაგანს იმის გამო, რაც ხდება, სააკაშვილის დიქტატურის დროსაც კი არ იყო, ის მდგომარეობა, რაც დღეს რეალურად სახეზეა სახელმწიფო არღვევს საქართველოს კონსტიტუციის, ორჰუსის კონვენციის მოთხოვნებს, არღვევს საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას და ამზე სირაქლემის პოზიცაში იყენებს თავს. ჩვენ, საქართველოს გარემოს დამცველის ოფისი, კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, ვინაიდან პირადად მე და ჩემს მეგობრებს, რომლებიც ამ ორგანიზაციაში არიან

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2167
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია