დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიგა ბოკერიამ ევროპელ ლობისტებს 16 მილიონი გადაუხადა?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/04 19:45:31

ევროპელი ლობისტები გვებრძოდნენ, დავით კეზერაშვილი წითელ ცირკულარში ვერ ჩავსვით“

 

ბიძინა ივანიშვილმა  დღეს „მოქალაქის“ პრეზენტაციაზე პროკურატურაზე და იქ მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა. მისი  აზრით,  გაუხსნელი საქმეები იმიტომ არ გაიხსნა, რომ  ხარისხიანი გამოძიების ჩასატარებლად საჭიროა  დრო.

 

„გარდა ამისა,  პროკურატურაში მიმდინარეობს  კადრების შეცვლა, ამ ფონზე პროკურატურამ სამი გენპროკურორი გამოიცვალა. ევროპელი ლობისტები გვებრძოდნენ, რომ დამნაშავე ჩინოვნიკები არ დაგვეპატიმრებინა“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

 

 ბიძინა ივანიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ დამფუძნებელი:

 

 - პროკურატურამ ჩემი იმედები გაამართლა, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რა გვქონდა და რა მივიღეთ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი წითელ ცირკულარში ვერ ჩავსვით, რომ მოგვეძებნა, იმიტომ , რომ ევროპელი ლობისტები გვებრძოდნენ, რომლებსაც ყოფილმა თავდაცვისა და უშიშროების მდივანმა გიგა ბოკერიამ 16 მილიონი ლარი  გადაუხადა. ახალი ხელისუფლება ყველაფერს ასე უცებ ვერ დაალაგებს. გვინდოდა, ამერიკული ტიპის პროკურატურა მიგვეღო. მეტი მოქმედება რა გინდათ:  ყოფილი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი პატიმრობაშია, ქალაქის მერს უფლებამოსილება შეუჩერდა, სხვათა შორის,   უგულავას წინასწარი პატიმრობა რომ არ მიუსაჯეს, ძალიან მომეწონა, რადგანაც „თეთრი საყელოს“ დამნაშავეების მიმართ განაჩენი  ფრთხილად უნდა მივიღოთ. თუმცა  პროკურატურამ  რამდენი ჩინოვნიკიც  არ უნდა დააკავოს,  საზოგადოებას მაინც უკმაყოფილების  და უსამართლობის განცდა დარჩება, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების დროს ბევრი უკანონობა ხდებოდა და ამის ასე უცბად აღმოფხვრა ძნელია. მენტალური ძალადობა ახლა უტიფრობაში გადავიდა. ნახეთ,  პარლამენტის წევრები როგორ გვდებენ ბრალს და გვიკითხავენ მორალს, ენას გვიყოფენ,  შეურაცხყოფას გვაყენებენ, როგორც ჩანს,  მათ შუბლის ძარღვი აქვთ გაწყეტილი.“ - განაცხადა ივანიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2314
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია