საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი: „ხუდონჰესის აშენებას გაგებით უნდა მოვეკიდოთ“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/04 19:16:44

ბიინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის პრეზენტაციაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ხუდონჰესის თემასაც  შეეხო. ის ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაის მიერ გამოთქმულ ფრაზებზე: მოსახლეობამ ხატზე კი არა,  ყურანზეც რომ დაადოს ხელი,  ხუდონჰესს მაინც ავაშენებთო,”- განმარტავს, რომ კალაის მიერ გაკეთებულ კომენტარში,  ფრაზები იყო ამოგლეჯილი. ივანიშვილი აცხადებს, რომ ხაიშში ჩავა და მოსახლეობას შეხვდება, რადგან  ხუდონჰესის საკითხი  მგრნობიარე თემაა.

 

 

ბიინა ივანიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეს დამფუნებელი: „თითოეულ მოსახლესთან საჭიროა საუბარი და არა ძალადობა, ძალიან ბევრი სვანი გადასახლდა სვანეთიდან, არც ახლაა პრობლემა. პროცესები არის რთული, მაგრამ მას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ  ქვეყნის მშენებლობას შევუწყოთ ხელი. ნორვეგიასა და შვეციაში ნახეთ, რა რაოდენობით ჰესებია? მაგრამ იქ პოზიტიურად არის გადწყვეტილი ეს საკითხი. ხუდონჰესის საკითხი ტელევიზიით არ გადაწყდება, ამიტომ აუცილებლად ჩავალ ადგილზე და დაველაპარაკები მოსახლეობას“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია