დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ ვერ ვისწავლეთ ხელისუფლების დაქირავება“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/04 13:30:22

დღეს ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ პრეზენტაცია გამართა.


„ჩემი ოცნება იყო თავისუფალი საქართველოს მოქალაქეობა. ამისათვის მოვედი პოლიტიკაში და ამისათვის წავედმი პოლიტიკიდან. საბოლოოდ კი დავბრუნდი არასამთავრობო სექტორში. თავისუფალი მოქალაქეობა ტვირთიც არის და სიამაყეც.“ – განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრის დასაწყისში.


ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ხელისუფლების ურთიერთობა თანმიმდევრული უნდა იყოს.


„ასე ვიყავი მეც, როდესაც ვიყავი ხელისუფლებაში, მეც ასეთი თანმიმდევრული ვიყავი. თავიდანვე განვაცხადე, რომ მოკლე დროში დავტოვებდი პოლიტიკას და ასეც მოვიქეცი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ხელისუფლების დაქირავება და შემდეგ მისი კონტროლი. მთელი 20 წელი საქართველო მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვისწავლეთ ხელისუფლების დაქირავება. მხოლოდ იმ ადამიანებს ვენდობოდით, ვინც ოქროს კოშკებს გვპირდებოდა და ლამაზი სიტყვებით გვაბრუებდა. არსებული რეალობით უკმაყოფილო, ხშირად გაღიზიანებული, უარს ვამბობდით არჩევნებში მონაწილეობაზე. არ უნდა დავუშვათ უღირსი ხელისუფლების დაქირავება. ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ყველაფერი, კერძოდ –  ბიუჯეტი, სად მიდის თანხები. თუ საზოგადოება ისე ვერ გააკონტროლებს დღევანდელ ხელისუფლებას, მას მოუწევს კვლავ მოჯადოებულ წრეზე ტრიალი. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოებრიობის განცდა.“ – ამბობს ივანიშვილი.


ბიძინა ივანიშვილმა „მოქალაქის“ დანიშნულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მოქალაქის“ ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკაზე.


ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ მედიის ობიექტურობის დასადგენად კვლევა უნდა ჩატარდეს და ამ სფეროში პასუხისმგებლობის ხარისხი უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, ივანიშვილის განცხადებით, დღეს ისინი სრულყოფილ ოპონირებას ვერ უწევენ ხელისუფლებას.


 

„დღევანდელ „ნაცმოძრაობას“ არ შეუძლია, ხელისუფლების სრულყოფილი ოპონირება იმიტომ, რომ ისინი გაუაზრებელი ყვირილით თეთრზე შავს ამტკიცებენ. ფაქტობრივად, ხელისულფბას უკან ექაჩებიან.“– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2356
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია