დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პერსონა
ანჯელინა ჯოლის ცხოვრების წესები:"ტატუ, სისხლი და ნაიარევი – აი რისგან ვარ შექმნილი"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/04 02:02:14

ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ, 38 წლის ცნობილი მსახიობის, ანჯელინა ჯოლის ე.წ. ცხოვრების წესები, ამიტომ სრულად გთავაზოთ მას:

  • ტატუ, სისხლი და ნაიარევი – აი რისგან ვარ შექმნილი.
  • მე არ მჭირდება ფსიქოანალიტიკოსი. ის როლები, რომლებსაც ვირჩევ – საუკეთესო ფსიქოანალიზს მიწევენ.
  • როდესაც ჩემ ირგვლივ ყველა გოგონას სურდა ბალერინა გამხდარიყო, მე მინდოდა ვამპირი ვყოფილიყავი.

 

  • ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მე ბნელი საიდუმლოებებით ვარ მოცული და სიკვდილის იდეით ვარ შეპყრობილი. მე თუ სიკვდილზე ვფიქრობ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვაფასებ სიცოცხლეს ბევრ სხვა ადამიანზე მეტად.
  • არ ვუშინდები სისხლის დანახვას და არასოდეს შევუშინებივარ მკვდარ სხეულებს. როდესაც გარდაცვლილ ადამიანს ვხედავ, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ სულ ახლახანს ეს ადამიანი ჩემსავით ცოცხალი იყო.

 

  • სიკვდილში არის რაღაც დამამშვიდებელი. ფიქრი იმაზე, რომ ხვალ შეიძლება აღარ ვიყოთ, გვაიძულებს დავაფასოთ სიცოცხლე დღეს, როგორიც უნდა იყოს ის.
  • საკმაოდ გვიან მივხვდი, რომ იყო ბედნიერი, ეს უბრალოდ არჩევანია, რომელსაც შენ აკეთებ.
  • ტანჯვა არ არსებობს ტკივილის გარეშე, ხოლო ტანჯვის გარეშე ჩვენ ვერასოდეს ვისწავლით საკუთარ შეცდომებზე.
  • ყოველთვის მიმაჩნდა ნაკლოვანებები მომხიბვლელად. ნაიარევი, მაგალითად, სექსუალურია, იმიტომ, რომ თითქოს ამბობს: დიახ, მე ჩამიდენია სისულელეები.

 

  • დედა არასოდეს მიყვიროდა, არასოდეს მეჩხუბებოდა. ის ტიროდა და ხშირად მესმოდა მისი ტირილის ხმა იმიტომ, რომ ჩვენი საძინებლები გვერდიგვერდ იყო. ერთხელ, ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი – არ მკითხოთ, რა ჩავიდინე – დილისთვის დავბრუნდი სახლში და მისი ნამტირალევი სახე დავინახე. სახე ადამიანისა, რომელიც მთელი ღამე ტიროდა.
  • მამაჩემი (ჯონ ვოიტი) – უდიდესი მსახიობია, მაგრამ პირველ რიგში, ის უძლიერესი მამაა.

 

  • სანამ კინოში გადაღებას დავიწყებდი, წარმოდგენაც არ მქონდა ჩემი მკერდის ზომის შესახებ.
  • მიყვარს ჩემს პერსონაჟებს მიღმა დამალვა. ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ და ჯერაც ვერ შევეგუე პოპულარობას.
  • არ მიყვარს, როდესაც მეხებიან. ერთხელ მითხრეს, რომ როდესაც ვინმე მეხვევა, ვქვავდები და სუნთქვას ვიკავებ. რას იზამ, გაუთვიცნობიერებლად დღემდე ასე ვაკეთებ.

 

  • როგორც ჩანს, დროა ფსიქიატრიულში დამაწვინონ.
  • აი აქ, წარბს ზემოთ, ნაოჭი მაქვს. იმიტომ, რომ მუდმივად მიწევს წარბის აწევა გაოცებისგან.
  • მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რაოდენ დიდია ჩვენი სამყარო.

 

  • ჩემი პირველი მოგზაურობა დიდი ხნის წინ იყო და იმან, რაც მე მაშინ ვნახე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და სრულიად შემცვალა. შემდეგ, სხვაგან მოგზაურობისას, მე, როგორც სხვებმა, გავიარე აღშფოთების პერიოდი, როდესაც ბრაზობ იმ წარმატებულ სამყაროზე, რომელშიც დავიბადე. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, იმის მაგივრად, რომ ვუყურო და ავღშფოთდე, ჯობია ვეძიო გზა, დავეხმარო მათ, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს.

 

  • ტელევიზორში ლტოლვილთა ბანაკების ნახვისას, ამერიკელები ვერც კი იაზრებენ, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ სახლში დაბრუნება უნდათ.

 

  • სიერა-ლეონეში პირველად სტუმრობისას, ათასობით ადამიანი ვნახე, რომლებსაც აჯანყებულებმა ხელები ანდა ფეხები მოკვეთეს. თავდაპირველად, მათი ისტორიების მოსმენისას მუდმივად ვტიროდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მათ ჩემი ცრემლები არ სჭირდებოდათ.

ჩემი ჰონორარების მესამედს ვდებ, მესამედს ვხარჯავ და კიდევ ერთ მესამედს ქველმოქმედებას ვახმარ.

 

 

  • ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც ჩემი შვილებისთვის გამიკეთებია, ეს არის მსოფლიოს ნახვის შესაძლებლობის მიცემა.
  • ჩემს შვილებს უყვართ მოგზაურობა ისევე, როგორც მე. ვფიქრობ, მათ გონებაშიც არის წარმოდგენა მსოფლიოს სიდიდეზე. იმიტომ, რომ ისინი ისევე კომფორტულად გრძნობენ თავს მანჰეტენის სასტუმროში, როგორც კენიაში გაშლილ კარავში, ელექტროენერგიის გარეშე.

 

  • ვთვლი, რომ ბავშვებმა ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა დაინახონ. ამიტომ ჩემი შვილები ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ კამბოჯას სახლში. სახლი პირობითი სახელია იმ ქოხისა, რომლის ირგვლივაც კიდევ 100 მსგავსი ქოხი იდგა. მეზობელ გლეხებთან ერთად ჩვენ ვმუშაობდით ჩვენთვის გამოყოფილი ტერიტორიის განაღმვაზე. მაშინ 48 ნაღმი ვიპოვეთ.

 

  • ოდესღაც ზურგზე ტატუ მქონდა – პატარა ფანჯარა. შემდეგ ეს ფანჯარა დიდი ვეფხვით დავფარე. ბავშვობიდან, სულ პატარა გოგონა რომ ვიყავი, მიყვარდა ფანჯრიდან ყურება და წარმოდგენა, რომ მალე სადღაც გავემგზავრებოდი. მერეც ასე ხდებოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა – გავთხოვდი, თუ ქმართან სექსით ვიყავი დაკავებული, ან ფილმის გადაღებები დავასრულე – აუცილებლად ვჯდებოდი ფანჯარასთან და ქუჩაში ვიყურებოდი. ფანჯრის მიღმა ყოველთვის რაღაც საინტერესო ხდებოდა, მაგრამ ახლა ჩემი ფანჯარა ვეფხვმა დაფარა. თითქოს საბოლოოდ გავედი ფანჯრიდან. იქ ვცხოვრობდი, აქ ვიყავი და ზოგადად, გავაკეთე ბევრი რამ ისეთი, რაზეც ბავშვობაში ფანჯარასთან ჯდომისას არც კი მიოცნებია. ახლა ვიყურები ცაში და ვფიქრობ, ხომ არ გავფრინდე.

 

  • იყო თავისუფალი – ნიშნავს, იცოცხლო. მიენდო ინტუიციას, არავის მიაყენო ტკივილი და არ განსაჯო ადამიანები მათი შეცდომების გამო.
  • ყოველთვის მინდოდა რამდენიმე სიცოცხლე განმევლო.

როგორც კი ვიწყებ ლოგიკური ხაზით მოქმედებას და არ ვუსმენ ინტუიციას, იმ წამსვე უსიამოვნებებში ვვარდები.

 

 

  • როდესაც ექვსი შვილი გყავს, ცდილობ, არ ჩააგდო საკუთარი თავი საფრთხეში.
  • მეჩვენება, რომ ბავშვებისთვის ქორწინება, ეს უბრალოდ ოთხსართულიანი ტორტია.
  • ცხოვრება კინოსგან თუნდაც იმით განსხვავდება, რომ როდესაც ქალი საყვარელ მამაკაცთან ერთად საწოლშია, არაა აუცილებელი ის იდეალურ პოზაში იწვეს და საბანი მის მკერდს ფარავდეს.

 

  • ასე მგონია, რომ ადამიანები გაცილებით თავისუფალი იყვნენ სექსუალურ ასპექტში ჩვენს ერამდე მეოთხე საუკუნეში. მსგავსი ფიქრები ძალიან მაბნევენ.
  • მე მომუშავე დედა ვარ და მინდა, რომ ჩემი ტანსაცმელი ლამაზი, სექსუალური და ამავდროულად პრაქტიკულიც იყოს.
  • ყოველთვის მეგონა, რომ იყო დედა – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში, საპასუხისმგებლო და თავზე ხელაღებული რამ მთელს ქვეყანაზე.

 

  • ის, რასაც ძალიან კარგად აკეთებ და ის, რაც გარეშემომყოფებს გონიათ, რომ ძალიან კარგად გამოგდის – ორი სრულიად განსხვავებული რამაა.
  • ჩემი ცხოვრების ოცნებაა – ბონდის ფილმში ვითამაშო ბოროტმოქმედი პერსონაჟი.
  • არ ვაპირებ მუდმივად ვიყო კინოში. ოდესღაც მომიწევს ბებია გავხდე.
  • მამაკაცებისგან განსხვავებით, მე მომწონს ორსული მდგომარეობა. მომწონს ეს შეგრძნება, როდესაც მთელი შენი სხეული შენ კი არა, ბავშვს ეკუთვნის.

 

  • ხალხი ისეთი უცნაურია: ისინი მეუბნებიან, რომ გამხდარი ვარ და ფიქრობენ, რომ ეს განწყობას ამიმაღლებს.
  • რაღაც მომენტში მივხვდი, რომ კომფორტულად ვგრძნობ თავს, როგორიც ვარ. არასოდეს მიგრძვნია მსგავსი რამ. და ახლა, როგორც იქნა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება ისეთივე საინტერესოა, როგორიც ჩემი სამუშაო.
  • ჰკითხეთ სხვა ადამიანებს, თუ რისი გაკეთება სურთ ყველაზე მეტად და აღმოაჩენთ, რომ ჯერ არავის განუხორციელებია ჩანაფიქრი. აი, რაც რეალურად მანაწყენებს.

 

  • არ მყოფნის დრო ცხოვრების არსის გასაგებად.
  • მომწონს ყოველთვის რაღაცის კეთება, მომწონს როცა დაკავებული ვარ და მომწონს უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგრამ ნამდვილად არ ვიცი რა რაოდენობის ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული.
  • როდესაც ენის სწავლას იწყებ, ჯერ უწმაწური სიტყვები ისწავლე.

 

  • კინოში ჩხუბის სცენა ყოველთვის ლამაზად გამოიყურება. ცხოვრებაში კი ყოველთვის საზიზღრობაა.
  • ზებრა- იდეალური ნადავლია. არ დაფიქრებულხართ ამაზე? ზებრა ვერ შეძლებს შენიღბვას. ისინი უბრალოდ დგანან უდაბნოს ცენტრში და მთელი მათი არსი თითქოს ყვირის: “მოდი, შემჭამე, დამიჭირე”.

 

  • ახალგაზრდა არ მოვკვდი. ეს უკვე კარგია.

 

 

წყარო:"pink.ge"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია