დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეიდან სტუდენტთა მობილობა დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/03 20:38:43

 

 2013-14 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის, დღეს, 11 საათზე  ელექტრონული პორტალი გაიხსნა.

ელექტრონულ პორტალზე: www.students.eqe.ge სტუდენტებს არჩევანის გაკეთება 13 თებერვლის  18 საათისა და 30 წუთის ჩათვლით შეეძლებათ.

 

მობილობის საფასური 40 ლარს შეადგენს. თუმცა, სოციალურად დაუცველი ოჯახები სტუდენტები  გადასახადისაგან  თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა საქრთველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სწრაფი გადახდის აპარატების და ინერნეტის მეშვეობითაა შესაძლებელი.

 

მობილობის მსურველ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს 5 (ხუთი) საგანმანათლებლო პროგრამაირჩიოს.  მობილობის კონკურსი ხორციელდება სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებული საკონკურსო ქულის მიხედვით.

 

მობილობის შედეგები 14 თებერვალს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. თითოეულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება თავად ნახოს სად მოიპოვა მობილობის უფლება. ამის შემდეგ, სტუდენტმა მიმღებ დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს.

 

მობილობის პროცესში სტუდენტები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით , SMS  შეტყობინებებს მიიღებენ.

 

დღეს არსებული 67 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, მობილობის პროცესში  მონაწილეობას 7 საგანმანათლებლო დაწესებულება არ იღებს. დარჩენილი 60-დან,  47-მა  6982 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა.

 

სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლიდან მობილობის პროცესში   მონაწილეობას   შემდეგი უნივერსიტეტები არ იღებენ:

 

ა(ა)იპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

სსიპ   ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი;

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა(ა)იპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.


(2012-2013 წლის გაზაფხულის სემესტრის  მობილობის პროცესში  5154 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული და მონაწილეობა 1596 სტუდენტმა მიიღო).

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3033
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია