დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ორ ბაგა–ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/03 19:31:12

 

ქუთაისის N6 და N 32 ბაგა–ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.  ძლიერი ყინვის გამო აღნიშნულ ბაღებს გათბობის მიწოდება შეუწყდათ, რის გამოც პატარები უკან გააბრუნეს.

 

როგორც ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების დირექტორი, მაია პაქსაძე აცხადებს, დანარჩენ ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი ამ ეტაპზე მიმდინარეობს, თუმცა წყლის მარაგი ცოტაა და თუ ძლიერი ყინვები მომდევნო დღეებშიც  გაგრძელდება, ბაღებს ქალაქის თვითმმართველობისგან დახმარება დასჭირდებათ.


 

,, მე–14 ბაგა–ბაღში წყლის ავზიც კი გასკდა ძლიერი ყივნის გამო, მაგრამ მალევე შევაკეთეთ, ამ ეტაპზე პროცესი ორ ბაღში არ მიმდინარეობს. მარგამ არ ვიცით, ხვალ რა იქნება, წყლის მარაგი ცოტა გვაქვს და უამინდობის გაგრძელების შემთხვევაში ქალაქის მერიის დახმარება დაგვჭირდება“ – განაცხადა პაქსაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2907
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია