დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი
ნინო ბურჯანაძე: „თუ დამნაშავე ვიყავი, მერაბიშვილმა რატომ არ დამაკავა?“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/03 15:30:06

დღეს ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე დაიკითხა.

 

საპროტესტო აქციების მთავარი ორგანიზატორის, ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ რამდენიმე აუდიომასალა გამოაქვეყნა, სადაც  მასსა და ანზორ ბიწაძეს შორის (ნინო ბურჯანაძის შვილი) გამართული საუბარი იყო ჩაწერილი. ყოფილი ხელისუფლების აზრით, აუდიოჩანაწერებში ბურჯანაძეს  მისი  შვილი ხელისუფლების დამხობაზე ელაპარაკებოდა.

 

„მართლაცდა, საინტერესოა, თუ აჯანყებას ვგეგმავდი და ეს იცოდა ხელისუფლებამ, რატომ არ დამაკავა?“-კითხულობს ნინო ბურჯანაძე.

 

– სისხლის სამართლის დანაშაულია,  თუკი შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა  იცოდა, რომ გადატრიალებას ვგეგმავდი და არ დამაკავა,“ – ამის შესახებ ბურჯანაძემ სასამართლოში მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

 

 

ბურჯანაძის ამ განცხადებამ  ადვოკატიდაინტერესება გამოიწვია,  ჩაატარა თუ არა  პროკურატურამ ექსპერტიზა იმ ჩანაწერზე, სადაც ბურჯანაძე მის შვილს გრუ- შემოყვანასა და ხელისუფლების დამხობაზე ელაპარაკებოდა?  ბურჯანაძის  დაკითხვისას აღმოჩნდა, რომ  ამ საკითხზე ექსპერტიზა არ ჩაუტარებულა.

 

 

 ნინო ბურჯანაძე,  პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი:

 

– თუმცა,   გასაკვირია,  თუკი ჩემს მიმართ  გადატრიალების მცდელობაზე ხელისუფლებას კომპრომატი ჰქონდა,  რატომ არ დამიჭირეს? თუ ეს ჩანაწერი სიმართლეს შეესაბამება და მოლაპარაკება მქონდა გრუ-სთან, საინტერესოა, მაშინდელმა შს მინისტრმა რატომ არ დამაკავა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია