საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა სამარცხვინოა“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/03 12:29:26

საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა. მას სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა მიუღებლადს მიაჩნია.

 

როგორც თევზაძე აღნიშნავს, იმ პირობებში, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%, ოლიმპიური კომიტეტის აღნიშნული პოზცია საზოგადოების ნაწილში სამართლიან აღშფოთებას დაგაუგებრობასიწევევს. უფლებადამცველი რუსეთს ოკუპანტ ქვეყანას უწოდებს, რომელმაც ეთნიკური ქართვეების წმენდა განახორციელა. ამჟამად კი კვლავ აფართოებს საოკუპაციო ზოლს, ამიტომ თევზაძე სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას გაუმართლებელს უწოდებს.


გიორგი თევზაძე, უფლებადამცველი:


– საქართველოსათვის რუსეთი წარმოადგენს ოკუპანტ მხარეს, რომელმაც ქართველი ერის მიმართ ეთნიკური წმენდა განახორციელა საქართველოში. ამჟამად კი ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო, როცა რუსი სამხედროები ყოველდღიურად აფართოებენ საკუპაციო ზოლს და მცოცავ ანექსიას ახორციელებენ, ასევე თითქმის ყოველდღიურად იტაცებენ ქართულ მოსახლეობ,  ბავშვებს თუ მოხუცებს, ამავდროულად, კი რუსეთი არ ასრულებს საქართველოს მიმართ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებეს. ამ ვითარებაში და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, იმის შესახებ, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და რბილად, რომ ვთქვათ შეუსაბამო და სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. ხოლო თუ ვინმეს სურვილი აქვს, დაესწროს სოჭის ოლიმპიურ ღონისძიებებს, როგორც ფიზიკური  პირი, ეს თითეული ინდივიდის უფლებაა“,აცხადებს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1882
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია