საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი კაკაბაძე: „წითელ ეშმაკუნებს“ დონარა კინწურაშვილი და ჯულიეტა ვაშაყმაძე ხალმძღვანელობენ“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/03 12:10:27

რა შეკვეთებს იღებდა ვანო მერაბიშვილი მიშა სააკაშვილისაგან და ვინ არის გარეული ჟვანიას მკვლელობაში?


ორგანიზაცია წითელი ეშმაკუნები დამნაშავეების დასჯას იწყებს


მოძრაობა სოლიდარობის ლიდერმა  ირაკლი კაკაბაძემ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ  ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი ვანო მერაბიშვილი ღებდა შეკვეთებს მიშა სააკაშვილისაგან იარაღით ვაჭრობაზე და  სააკაშვილი თავად იყო გარეული ჟვანიას მკვლელობაში.

 

ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, იქმნება  დამოუკიდებელი ორგანიზაცია წითელი ეშმაკუნები, რომელიც ნახევრად არალეგალური  ორგანიზაციაა. სწორედ ამ ორგნიზაციის საშუალებით მოხდება ყველა დამნაშავის დასჯა,“ აცხადებს კაკაბაძე.

 

ირაკლი კაკაბაძე, მოძრაობა სოლიდარობის ლიდერი:

 

 რატომღაც  ათასნაირი მიზეზები მოჰყავთ და  არ იძიებენ წინა ხელისუფლებების დანაშაულობებს, რაც  ნაც-ქოცებს შორის შეთანხმების და გარიგებების შედეგია, მათ შორის,  ნაწილდება ფული და სწორედ მოკლული და გაუპატიურებული ხალხის ხარჯზე ხდება ეს შეთანხმება. აქედან გამომდინარე, ახლა ხალხი იწყებს გამოძიებას, შევქმენით საგამოძიებო კლუბი.  ხელში ჩაგვივარდა ბევრი საიდუმლო  დოკუმენტი, მათ შორის,  ჰილარი კლინტონის წერილი, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც რუსულ იარაღს ყიდის. დღეს ამის გამოძიეაბს რა უნდა? ჩვენ მივაწოდეთ მასალები პროკურატურას. თვით მერაბიშვილის საუბარი და ვიდეოფირები ამდეხანს ხომ ჰქონდათ, მისი გამოქვენების შემდეგ გაიგო ხალხმა სიმრთლე. ახლა  მოსახლეობა იწყებს ხელისუფლების პარალელურად მოქმედებას, აღარ ვაპირებთ ოცნების პროკურორებზე ლოდინს, მით უმეტეს, მოსამართლეებზე. ხალხი სამართალს თავად აიღებს ხელში. ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური. თუ ერთი წელი სასამართლომ ვერ მოგცა სამართალი და თუ ხელისუფლებაც ვერ გაძლევს ვერც სოციალურ და ვერც პოლიტიკურ სამართალს, ადამიანები თავად  იწყებენ მოქმედებას. ნამოძრაობის ლიდერებსა და მათ ოჯახებს დღეიდან დავუწყებთ დევნას. წითელმა ეშმაკუნებმა გააკეთეს განცხადება. ეს ნახევრად არალეგალური ჯგუფია, მას ქალბატონი დონარა კინწურაშვილი და ჯულიეტა ვაშაყმაძე(ორი ახალგაზრდა ქალბატონი, რომლებსაც ცნობილ, ყოფილ ტელეწამყვანებთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ავტ.) ხელმძღვანელობენ, ისინი კონკრეტულად გასცემენ ბრძანებებს, რომელსაც ჩვენ შევასრულებთ.

 

–  რა ბრძანებებზე საუბრობთ?

 

– ეს იქნება კონკრეტულად დამნაშავეების დევნა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების და თუ  მასქართული ოცნებაც ჩაერევა,   მათი დევნაც დაიწყება.

 

 კერძოდ ვისი?

 

– კერძოდ, ამ ეტაპზე  ვანო მერაბიშვილის, სააკაშვილისა  და მისნაირების დევნას დავიწყებთ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4869
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია