დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
გიორგი ლაღიძე:"ხელისუფლება აზერბაიჯანულ მოსახლეობას მიწების წართმევით და გასახლებით ემუქრება"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/02 14:50:12

პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ლაღიძემ  პრაიმ–ტაიმის პრესკლუბში განცხადება გააკეთა. ის ადგილობრივი არჩევნების თემას შეეხო. მისი მტკიცებით, " ქართული ოცნება" და  პრემიერი ღარიბაშვილი ყოველდღიურად კარგავს რეიტინგს. მათ, ფაქტობრივად, მოსახლეობა მოატყუეს და ვერ შეასრულეს  ის,  რაც  საზოგადოებას დაჰპირდნენ.

 

აქედან გამომდინარე, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ადგილობრივ არჩევნებს ვერ მოიგებენ  და ძალიან ბევრ რეგიონში ხდება ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლა.  მოგვდის ინფორმაცია, რომ  ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაბნის   რაიონში ეუბნებიან აზეირბაიჯანული ეროვნების მოსახლეობას, რომ მხარი დაუჭირეთ "ქართულ ოცნებას", თორემ პრობლემები შეექმნებათო– განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

 


 გიორგი ლაღიძე ("მომავალი საქართველოს" ლიდერი):

_ აზერბაიჯანის მოსახლეობას  ეუბნებიან, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებში მხარს არ დაუჭერენ  "ქართულ  ოცნებას", მაშინ მათ წაართმევენ მიწებს და გაასახლებენ საქართველოდან. ზეწოლა უმეტესწილად ხორციელდება არაქართველ მოსახლეობასთან. აზერბაიჯანულ მოსახლეობას მარნეულში აშინებენ, აშანტაჟებენ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებული ადამიანები.

 

მინდა გითხრათ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ კანონის დარღვევა და ამ ყველაფერზე უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ რეაგირება. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ხელისუფლება, რომელიც თავად აკრიტიკებდა ნაცმოძრაობას, დღეს ძალიან კარგად მოირგეს საარჩევნო კოდექსი და საპარლამენტო არჩევნები ამ კოდექსით ჩაატარეს, რომლის შეცვლას არც ადგილობრივ არჩევნებში არ აპირებენ.

 

დღევანდელი ხელისუფლება ტკბება ხელისუფლებაში ყოფნით, ის ლოზუნგები, რომლითაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, გათვლილი იყო მხოლოდ იმისათვის, რომ ხელში აეღოთ ძალაუფლება.რაც წარმატებით აისრულეს. ახლა ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი არიან. 

 

ამ ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა უმუშევრობა და 40 ათასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩა.  სწორედ ამ ფონზე,  სახელისუფლებო ზეწოლა შეინიშნება როგორც,  ქვემო ქართლში, ასევე სამცხე–ჯავახეთშიც. მალე ზეწოლისა და დაშინების ფაქტებს გამოვამზეურებთ. მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო, რომ  ასეთი ქმედებები შეწყვიტონ! – განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3270
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია