დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი ყველასათვის
თეა წულუკიანი ფარული ვიდეოფირების სასწრაფოდ განადგურებას ითხოვს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/01 00:45:12

 

 ფარული ვიდეოჩანაწერები რომელიც   635 ვიდეოფირისგან შედგება,  ჯერ კიდევ არქივში დევს, აქედან მხოლოდ 35–ამდე გაანაგურეს. ეს  ვიდეოფირები  ინტიმური  პირადი ცხოვრების ამსახველი იყო.

 

რა  სახის ფირებია არქივში დარჩენილი ამჟამად და  არის თუ არა ის პოლიტიკური ხასიათის?  ეს ვიდეოფირები საგამოძიებო ორგანოების შესაწავლია, არის თუ არა ეს ვიდეომასალა ამა თუ იმ  ყოფილი ჩინოვნიკის მაკომპრომიტირებელი.

 

ჯერ კიდევ გაურკვეველია  უკანონოდ შექმნილი ფირების  ბედი,  თუმცა საგამოძიებო ორგანოები თვლიან, რომ მისი განადგურება ნაადრევია, რადგანაც ეს ფირები მათთვის ბევრად მნიშვნელოვანი  ინფორმაციის შემცველია.

 

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი  აცხადებს, რომ   უკანონო ვიდეოფირების შექმნა იყო სისტემური დანაშაული, უნდა განადგურდეს.  ის მოუწოდებს შს სამინისტროს, რომ გაანადგუროს  ეს ვიდეოფირები.


უჩა ნანუაშვილი ( სახალხო დამცველი):

_   ამ ვიდეოფირების შექმნა იყო სისტემური დანაშაული.  ჩვენი აზრით, სახეზეა ორგანიზებული დანაშაული, რომელიც შეიქმნა წინა ხელისუფლების დროს. მოვითხოვ,   დროულად მოხდეს ამ  ვიდეოფირების განადგურება, რათა  ამ ფირების საშუალებით ადამიანებზე არ განხორციელდეს ზეწოლა და მათი უფლებების შელახვა.

 


 კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის,  ვინც ამ   ვიდეოფირებს ქმნიდა, ყველა პასუხს აგებს. იკრძალება პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების შექმნა, შენახვა და გავრცელება. რაც შეეხება,არსებულ ვიდეოფირებს,  ის უნდა უნდა განადგურდეს.

 


თეა წულუკიანი (იუსტიციის მინისტრი):

_ ვიდეოფირები, რომელიც შეიქმნა ვიღაცის დასაშანტაჟებლად,   პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, გამოძიების ჩატარების შემდეგ უნდა განადგურდეს. არავის არ აქვს უფლება, გნებავთ პირადი ცხოვრების ამახველი ვიდეოფირებით მანიპულირება მოახდინოს  ამა თუ იმ ადამიანზე. ამიტომაც კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს ვიდეოფირების შესწავლა და განადგურება.

 


 ექსპერტი კახა კახიშვილი თვლის, რომ შს სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ვიდეოფირების განადგურება მოხდეს და ეს არ იქნეს გამოყენებული პოლიტიკური შანტაჟისათვის. მოვუწეოდებ შს სამინისტროს,  რომ ვიდეოფირების გარკვეული შესწავლის შემდეგ მისი განადგურება სრულად  მოახდინოს, ისე, რომ არ დარჩეს კითხვითი ნიშნები.     

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2426
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია