დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი ყველასათვის
პროკურატურამ "მუხროვანის ამბოხში" ბრალდებულები დაკითხა
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/01 00:33:10

   ვიდეოფირმა, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა მუხროვანის ე.წ აჯანყების მონაწილეების ლიკვიდაციის შესახებ,  საზოგადოებაში  დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.  ვიდეოფირმა განსაკუთრებით ის ადამიანები ააღელვა, ვისი ლიკვიდაციაც იყო დაგეგმილი და სიკვდილს სასწაულებრივად  გადაურჩნენ.  მუხროვანის ე.წ აჯანყების მონაწილეები პროკურატურაში  მივიდნენ დასაკითხად.   სიმართლე უნდა  გაირკვეს!_ აცხადებდნენ ისინი.


 სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი გია კრიალაშვილის ოჯახის წევრებმა და სხვა ბრალდებულებმა:  კობა ოთანაძემ, კობა კობალაძემ და გია ღვალაძემ პროკურატურაში  ვიდეოფირები მიიტანეს, სადაც სპეცოპერაციაა ასახული.


ლია კრიალაშვილი (გარდაცვლილი გია კრიალაშვილის და):

_ დღეს უკვე შემაქვს განცხადება პროკურატურაში და შევდივარ დაკითხვაზე.  ყველა ჩემი  ეჭვები  გამართლდა, ჩემი ძმა ჩაცხრილეს. მოვითხოვ ასევე,   დაიკითხოს სპეცოპერაციის ყველა მონაწილე და პასუხი აგოს ყველამ, ვინც ამ შეკვეთილ  მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. ასევე, პროკურატურას მივაწოდე  სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეოფირებიც. ვფიქრობ, პროკურატურა ობიექტურად გამოიძიებს ჩემი ძმის  მკვლელობას.

 


კობა ოთანაძე (მუხროვანის აჯანყებაში ბრალდებული):

_   პროკურატურაში  მოვედი  დაკითხვაზე და  საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მაინც დადგინდება სიმართლე და  გავმართლდები. იმედი მაქვს, გაირკვევა ის, რომ არავითარი აჯანყება არ მომხდარა და ეს იყო შეთითხნილი  ბრალდება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. 4 წელი უკანონო პატიმრობაში გავატარე, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც უკანონოდ  ჩამცხრილა და დამაპატიმრა.

 


 კობა კობალაძე (ამბოხებაში ბრალდებული):

_ ჩემი დაკავება აბსურდი იყო, ერთი თვე ვიმყოფებოდი უკანონო პატიმრობაში, ბოლოს სამხილები რომ ვერ მიპოვეს, გადაწყვიტეს, სასამართლო დარბაზიდან გავეთავისუფლებინე. ეს მართლაც უპრეცენდენტო შემთხვევა იყო.  მოვითხოვ  პროკურატურისაგან, პასუხი აგონ იმ პირებმა,  ვინც უკანონოდ დამაპატიმრა. ჩვენ  ვიქნებით სამართალმორჩილები და კანონმორჩილები. სამართალი უნდა იყოს არა ვიღაცეებისთვის, არამედ  – მთლიანი საზოგადოებისთვის, მე ამის მოლოდინი და იმედი მაქვს.

 


მუხროვანის აჯანყების მონაწილეების დაკითხვა გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2805
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია