დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პროკურატურა კორუფციული ორგანოა, ის მუხროვანის საქმეს ვერ გამოიძიებს“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/31 14:08:56

„ახალი პროკურორი რეკეტით არის დაკავებული“

 

 

პროკურატურა კორუფციული ორგანოა, ის მუხროვანის საქმეს ვერ გამოიძიებს, ეს განცხადება დღეს თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კახა კუკავამ „პირველ პრესკლუბში“ გააკეთა.  კუკავას მუხროვანის საქმის გამოძიების იმედი არ აქვს, მისი განმარტებით, ეს გამოძიება  დამოუკიდებელი საპროკურორო ორგანოს ფორმატით უნდა ჩატარდეს, რადგან პროკურატურას ბევრად  მარტივი საქმეების გამოძიება არ შეუძლია.

 

 

კახა კუკავა მთავარი პროკურატურის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, რადგანაც მისი აზრით,  ახალი მთავარი პროკურორი რეკეტით არის დაკავებული, ვიდრე სისხლის სამართლის საქმეების გახსნით.

 

 

კახა კუკავა, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი:

 

– პროკურატურას პირობითად მივცეთ ერთი თვე და ვნახოთ,  იქნება თუ არა რაიმე ახალი გარემოება დადგენილი, ან გამოძიებული მუხროვანის საქმეზე. დღეს მთავარი პროკურატურა მხოლოდ ხმაურიანი განცხადებების გაკეთებით არის დაკავებული, რაც ტრადიციად ჩამოყალიბდა. ეს ყველაფერი პრესის ასახმაურებლად კეთდება, შემდეგ კი, როგორც წესი,   ამა თუ იმ საქმეს მიაფუჩეჩებენ და მათ რეალურ გამოძიებაზე არავინ ფიქრობს. ასე რომ, მუხროვანის საქმის გამოძიების იმედი ნამდვილად არ მაქვს, რადგან დღეს პროკურატურა მარტივ საქმეებსაც არ იძიებს. უფრო მეტიც, პროკურატურა კორუფციული ორგანოა და მას რეფორმირება სჭირდება. აუცილებელია, შეიქმნას დამოუკიდებელი საპროკურორო ორგანოები და ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, როგორიც მუხროვანია, სწორედ ამ  ფორმატში უნდა იქნას გამოძიებული. რაც შეეხება იმ სრულ სისულელეს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ტირაჟირებენ, თითქოს ვანო მერაბიშვილი ორი რუსი ჯაშუშის გვამებს ითხოვდა, ამის გადამოწმება ძალიან ადვილია. სასამართლო განხილვები მუხროვანის საქმეზე საჯაროდ მიმდინარეობდა, რომელსაც მეც ვესწრებოდი და საქმეში არც ცოცხალი და არც მკვდარი რუსი ჯაშუშები არ ფიგურირებენ”, - განაცხადა კუკავამ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია