საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჯიხურებით „მაყუთს“ გოჩა თევდორაძე აკეთებს?
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/31 12:13:49

„ოცნებისა“ და „ნაციონალების“ პოლიტიკურად განსხავევებული პოზიციები ქუთაისში ბოლო დროს გამოჩენილ  ჯიხურებთან დაკავშირებით ერთგვაროვანია. ისინი სავაჭრო ჯიხურების უკან ერთი კაცის ინტერესებს ხედავენ.

 

ქუთაისის საკრებულოს  ფრაქცია „ქარული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე: „ამ უსახური ჯიხურების უკან გოჩა თევდორაძის ფინანსური ინტერესები დგას, თევდორაძე ის კაცი არ არის, რომ ფაქტები დატოვოს, ამიტომ ეს საქმე შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ“.


ჯიხურების უკან კერძო პირის ინტერესებს ხედავს „ნაციონალი“ დეპუტატი გია უკლებაც და კითხვებზე პასუხების გაცემას ქალაქის საკრებულოსგან ითხოვს: „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამ უსახური ჯიხურების უკან „პატრიოტი“ თევდორაძე დგას. კეთილ ინებოს თვითმმართველობამ და, ან დაადასტუროს ფაქტი, ან უარყოს. რას დაახრიგინებენ ამ ჯიხურებს.  ქალაქი შევარდნაძისეულ ბნელ ეპოქაში დააბრუნეს, აგვიხსნან,  ხალხის და წვრილი მეწარმის ინტერესების ხარჯზე რატომ უნდა აკეთოს გოჩა თევდორაძემ მაყუთი?“


შეგახსენებთ, რომ ლითონის კონსტრუქციის ჯიხურები ბოლო დროს ქუთაისის რამდენიმე უბანში გამოჩნდა, პარადოქსია, მაგრამ ჯიხურები, რომლებიც საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით შპს „მადლი“-ს საკუთრებაა, ქალაქის  ქუჩებში „ბარაქას“ წარწერით დგას.

 

ვრცელ მასალას იმის თაობაზე, თუ რატომ გაჩნდა ქალაქში ჯიხურები და ვინ დგას ყოველივე ამის უკან, გაზეთ „P.S“-ის ორშაბათის ნომერში იხილავთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია