დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
დავით სერგეენკო:"სადაზღვევო კომპანიებს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მოსახლეობას არ შეუწყდეს სამეციდინო მომსახურება"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/30 20:08:53

დღეს დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის ახლადშექმნილ სამსახურში სამეთვალყურეო საბჭოს  პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომას სამეთავლყურეო საბჭოს შემადგენლობა, პარლამენტის  საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სადაზღვევო ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი გოგოლაშვილი და  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრნენ.

 

სხდომაზე განხილული იყო 2013 წლის (ივნისი–დეკემბერი)სადაზღვევო სამსახურის ანგარიში და მისი განვითარების პერსპექტივები.


ჯანადცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საჭიროა, სამედიცინო სადაზღვევო კომპანიებს ხელი შევუწყოთ, რათა  საქართველოს მოქალქეებს არ შეუწყდეს სამეციდინო მომსახურება;

 დავით სერგეენკო (ჯანდაცვის მინისტრი):

–დღევანდელი შეხვედრის  მთავარი საკითხი იყო  სადაზღვევო კომპანიების მიერ  შესრულებული სამუშაოს ანგარიში. დავსახეთ მოკლე და ხანგრძლივ ვადიანი გეგმები, განხილული იქნა  ტექნიკური საკითხები.  ვიმსჯელეთ  გაკოტრებული სადაზღვევო კომპანიების და  ძველი დავალიანების დაფარვის შესახებ, რადგან  ეს პირდაპირ კავშირშია სადაზღვევო მომსახურეობის მიწოდების უწყვეტობასთან.

 

იმისათვის, რომ   საფრთხე არ შეექმნას სადაზღვევო კომპანიებს,  უახლოეს დღეებში ვიმუშავებთ და გადავწყვეტთ, თუ  როგორ დავეხმაროთ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებს, რათა  დავიცვათ ისინი სამედიცინო მომსახურების შეწყვეტისაგან..


  სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს", რომელიც გაკოტრდა, შეუწყდება ლიცენზია?

 სადაზღვევო კომპანიებთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მმართველოი და მენეჯერი, ამ სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური განაგებს. ის განსაზღვრავს   ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიების ლიცენზიის  საკითხს და გააგრძელებს თუ არა მუშაობას.  სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს" იანვრიდან შეუწყდა ლიცენზია.   


 ლაშა ნიკოლაძე (დაზღვევის სამსახურის უფროსი):

_  ჩვენ ჩავატარეთ  დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის პირველი სხდომა, წარმოვადგინეთ  7 თვის ანგარიში,  დაგეგმილია ნაბიჯები სადაზღვევო პროგრამის  ფარგლებში ადმინისტრაციულ და ტექნიკური დონის ამაღლების კუთხით. ასევე, დაიგეგმა სამეთვალყურეო საბჭოს გაფართოებაც.

_ თუ გაიზრდება სადაზღვევო პაკეტი?

_ ეს ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჯერჯერობით სადაზღვევო პაკეტის გაფართოება არ იგეგმება, ანუ  უმწეოებისათვის, მასწავლებელებისათვის და პენსიონერებისათვის  და სხვა დანარჩენი მოქალაქეების დაზღვევაც იმ ფარგლებში რჩება, რაც იყო. ჯერ ერთი წელი არ გასულა, რაც საყოველთაო დაზღვევა დაიწყო, გადავხედავთ, შევჯერდებით და მერე ვნახოთ, თუ შესაძლებელია პაკეტის გაზრდა..


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2806
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია