დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
რატომ ითხოვდა გვამებს მერაბიშვილი? (სკანდალური VIDEO)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/30 13:09:19

 გუშინ სოციალურ ქსელ youtube-ზე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს. ვიდეო აპოლონ ოსმანის სახელით აიტვირთა, თუმცა კადრების ავთენტურობა დადგენილი არ არის. კადრებში ჩანს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, კუდ-ისა და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია და ერეკლე კოდუა, ასევე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

 

თავად ვიდეოს და მის შინაარსს საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

 

ყოფილი პოლიტპატიმრის ვახტანგ მაისაიას განცხადებით, .. მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური კადრები დადგმულია.

 

როგორც “Front News”- მაისაიამ განუცხადა, გავრცელებული კადრები 2009 წლის 5 მაისის .. მუხროვანის ამბოხია.

 

ეს აშკარად მუხროვანის ამბოხია, რადგან კადრებში ჩანს დავით ნაირაშვილი, რომელიც იმჟამად გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო. აშკარად ჩანს, რომ თავად სცენარი დადგმულია, რომ უნდათ, ამბოხების იმიტაცია შექმნან“, – განაცხადა მაისაიამ.

 

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოზე პირველი კომენტარი გააკეთა. 



„ეს ვიდეო სამწუხაროდ, არ მინახავს, ამის შესახებ სააგენტო პირWელისგანშევიტყვე, რა თქმა უნდა, ამის თაობაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს, ჩემი დიპლომატიური გამოცდილებიდან, განცხადებების გაკეთებისას კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა სიტუაცია იყო, თუ ეს იყო ანტიტერორისტული ოპერაცია, მაშინ დასაშვებია, თქვამე მინდა გვამი“, - განაცხადა ბრაიზამ


 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი არველაძის განცხადებით, იმ ადგილას სადაც ვიდეოკადრებია გადაღებული თავადაც იმყოფებოდა.


"ვინმეს რამე პრეტენზია აქვს ვიდეოსთან დაკავშირებით? ეს არის რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებით ამბოხებული სამხედრო ნაწილი უბრძოლველად ავიღეთ, მეც იქ ვიყავი... ხელისუფლების სწორი, სწრაფი და პრინციპული მოქმედების შედეგად საშინელებას გადაურჩა იმ დღეს ქვეყანა. ამბოხების ორი ორგანიზატორი სამხედრო მაღალჩინოსანი კი ბაზის უკან არსებულ უღრან ტყეში გაიქცა შეიარაღებული და მიიმალა. მათი პოვნა და გაუვნებელყოფა იმ მომენტში იყო სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ცნობისთვის, აშშ ეგეთებს დროებით ხოცავს.. ისრაელზე საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი. თანეს იმის გათვალისწინებით, რომ იგივე ამბოხი დაგეგმილი იყო სხვა მოღალატე (რუსეთის მიერ დავერბოვკებული) მეთაურების მიერაც და მათთვის სამაგალითო უნდა ყოფილიყო შედეგი - მათი განეიტრალება წინა ღამეს მოასწრო შსს-. გეგმა ითვალისწინებდა სამ ბაზაზე, მათ შორის გორშიც ამბოხს. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ეს ომისა და ოკუპაციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის.... სახელმწიფოს დაცვა სჭირდება, მტერსგანადგურება. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ნუღარასოდეს იტყვის დავით აღმაშენებელზე ან გიორგი ბრწყინვალეზე, დიდი მეფეები იყვნენო“, – წერს არველაძე "ფეისბუქზე".

 

 

საია გუშინ გავრცელებულ ვიდეოკადრებს განცხადებით ეხმაურება და მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრებში მერაბიშვილის ბრალეულობა არ იკვეთება.

 

"გუშინ სოციალურ ქსელსა და მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი შემდეგი სიტყვებით მიმართავს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელებს: ,,მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსო, პრემია დიდია.“ ვიდეომასალაში ასახულია სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ირკვევა, რომ ვიდეომასალა უკავშირდება 2009 წელს მუხროვანის მოვლენების მონაწილე პირთა წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რის შედეგადაც გარდაიცვალა გია კრიალაშვილი და მძიმედ დაიჭრა ორი ადამიანი. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იქნენ მიცემული და გამამტყუნებელი განაჩენები დადგა მუხროვანის მოვლენებში მონაწილე რამდენიმე პირის მიმართ. ივანე მერაბიშვილის მიერ სპეცრაზმელებისათვის მიცემული დავალება აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. როგორც ცნობილი გახდა, პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. ვიდეომასალის ავთენტურობის გარკვევის შემდეგ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ როგორ დაიგეგმა მუხროვანის სპეცოპერაცია, როგორ მოხდა მისი განხორციელება და წინასწარ იქნა თუ არა მიზნად დასახული რომელიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. გამოძიება უნდა წარიმართოს ყოველმხრივ და გაირკვეს არა მხოლოდ ივანე მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხი, არამედ ვიდეომასალაში ასახული სხვა პირების ქმედებაში არის თუ არა დანაშაულის ნიშნები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოველთვის არსებობდა შეკითხვები მუხროვანის მოვლენების მონაწილეთა მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, თუმცა პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული სპეცოპერაციის მიზანი უნდა იყოს შესაძლო მსხვერპლის თავიდან აცილება, მთელი ძალისხმევის იქით მიმართვა, რომ მოხდეს სავარაუდო დამნაშავეთა დაკავება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. დაუშვებელია, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა სპეცოპერაციის მიზანს წარმოადგენდეს”, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ სკანდალური ვიდეო კადრებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არ არის მუხროვანის ამბოხი, მისი აზრით ეს ლაფანყურის ამბავია.

 

ამის შესახებ ზურაბიშვილმა „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.

 

„ორი გვამი“ - ეს რას ნიშნავს კონტექსზეა დამოკიდებული, ალბათ ეს ლაპარაკია ლაფანყურის ამბავზე. იქ ყველას ეტყობა, რომ არის აჟიტირებული, ერთი და ორ ადამიანზე ხომ არ არის ლაპარაკი, არის ძალიან ბევრი ხალხი. მუხრანის ამბოხი სხვა ამბავია. ეს არ არის მუხროვანის ამბოხი ნამდვილად. იქ არანაირი გვამი არ ყოფილა. ფრთხილად ვიყოთ და ნუ ჩავეჭიდებით რაღაც ფრაზებს და ამაზე ნუ ავაგებთ რაღაცას თორემ შეიძლება მერე აღმოჩნდეს პირიქით და აღმოჩნდეს რომ არაფერი. შემიძლია აქვე შემოგთავაზო ათი ახსნა, როგორ შეიძლება ეს ეთქვა უდანაშაულო ადამიანს და შემიძლია აქვე შემოგთავაზო ათი ახსნა, როგორ შეიძლება ის იყოს დამნაშავე. ეს კადრები არაფერს არ ნიშნავს, მე პირადად ეს კადრები არაფერს არ მეუნება“,-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3377
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია