დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 90-იან წლებში დაბრუნებას აპროტესტებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/01/30 12:21:47

ქალაქში დადგმული ჯიხურები კიდევ ერთხელ გახდა პროტესტის მიზეზი. პარტია „თავისუფალი საქართელოს“ წევრები და მოქალაქეები ამ წუთებში მერიის წინ აქციას მართავენ და ქალაქის რადენიმე უბანში შპს „ბარაქას“ მიერ დადგმულ ჯიხურებს აპროტესტებენ.


პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, მთავრობა 90-იან წლებში გვაბრუნებს, რაც ჯიხურების  დადგმასა და ადამიანების სოციალურ ფენებად დაყოფაში გამოიხატება.


აქციის მონაწილეებმა მერიის წინ იმიტირებული სცენა გაითამაშეს და მუყაოს ყუთისგან გაკეთებული ჯიხური დადგეს.


აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუკი დასაშვებია ქალაქში ჯიხურების ჩადგმა, მაშინ ისინი მერიის წინ დაიწყებენ ვაჭრობას.


„მოვითხოვთ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლისგან, შეისწავლოს ეს საქმე და გადასცეს პროკურატურას, რატომ დაიდგა ქალაქში ჯიხურები, რომელთა გადასახადიც წელიწედში მხოლოდ 1700 ლარს წარმოადგენს, რაც დღიურად 5 ლარია. ეს არის კორუფციული გარიგება და არა ქველმოქმედება.


 

რატომ მოხდა, რომ ქალაქის ცენტრში დადგმული „ბუტკები“ აიღეს და გარეუბნებში გადაიტანეს, გამოდის, რომ თვითმმართველობა მოქალაქეებს სოციალურ ფენებად ჰყოფს, რაც ქალაქის ცენტრში დაუშვებლად მიაჩნიათ, გარეუბნებში დასაშვებია. “– აცხადებს წულაია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია