საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მრავალშვილიანები ქუთაისის მერიაში საშტატო ერთეულს ითხოვენ
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/29 16:11:13

ქუთაისის მერიაში ქურდები და ყაჩაღები სხედან?


ამ წუთებში ქუთაისის საკრებულოს რიგით 37-ე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.


მრავალშვილიანმა დედამ მარინა დახუნდარიძემ ქალაქის საკრებულოს წევრები გულგრილობასა და დანაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ქალბატონმა ვნებათაღელვა ორი საკითხის ირგვლივ გამოხატა: მრავალშვილიანი დედებისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხის გაუთვალისწინებლობა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას და მათი თხოვნის დაუკმაყოფილებლობა მერიაში ახალი საშტატო ერთეულის შექმნაზე, რომელიც მრავალშვილიანი დედების პრობლემებზე იქნებოდა ორიენტირებული.


 

„რადგან თავად არ გაღელვებთ მრავალშვილიანი დედების ბედი, გთხოვეთ, შექმნილიყო ახალი სამსახური, სადაც თავად ჩვენ ავირჩევდით თავმჯდომარედ ისეთ ადამიანს, რომელიც ჩვენს პრობლემებს თქვენამდე მოიტანდა. არაფრის არც შიში გაქვთ, არც სირცხვილი, საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობთ, მერიაში დეპუტატები კი არა, ქურდები და ყაჩაღები ზიხართ.“ – მიმართა დეპუტატებს  დახუნდარიძემ საკრებულოს სხდომაზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია