დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ შეცვლის თამაზ მარგველაშვილს?
2014/01/29 12:02:22

„პატრიოტები“ საკრებულოს სხდომას ბოიკოტს უცხადებენ

 

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა დღეს გამართულ  ბრიფინგზე საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი გააპროტესტეს. მათი განცხადებით, დღეს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნება“ აპირებს საკრებულოს წევრის დავით დვალის კანდიდატურ დაასახელოს კომისიის თავმჯდომარედ. მათივე განცხადებით, ეს არის კანონთან შეუსაბამო, რადგან, როგორც წესი, კომისიის თავმჯდომარედ არჩეული უნდა იქნეს დაწესებულების ხელმძღვანელი ან მოადგილე.

 

„გვინდა, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში და ვაცნობოთ, რომ საკრებულოს სხდომაზე იგეგმება მერიისა და საკრებულოს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის არჩევა, სადაც ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ წამოყენებული ჰყავს შეუსაბამო კანდიდატურა, აქედან გამომდინარე, ვემიჯნებით ამ საკითხს და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ წინა სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეს არჩევისაას ოცნება „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრის მხარდაჭერას ელოდება, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს მათ შორის გარიგებას. სწორედ ამიტომ ამ საკითხზე პასუზხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამქაშებმა უნდა აიღონ.“ – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წავრმა გოგიტა გოგელაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მუდმივმოქმედი საკონკურსო- საატესტაცო კომისიის თავმჯდომარის პოსტი ამ დრომდე თავად საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ მარგველაშვილს ეკავა, რომელიც გასულ კვირას ხმათა უმრავლესობის საკრებულომვე გადააყენა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2858
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია