დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურა-საჩხერის გზატკეცილზე ქვათაცვენის შემთხვევები გახშირდა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/01/28 23:09:03

 

საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილი მდინარე ყვირილას ხეობას მიუყვება. კანიონის ტიპის ხეობაში ბოლო დროს ქვათაცვენის შემთხვევები დაფიქსირდა.

 

სავარაუდოდ, კირქვის ცვენა გამოწვეულია ბოლო დროს არსებული ამინდის ცვალებადობით: ჯერ ძალიან დაბალი ტემპერატურის გამო გაიყინა ხეობა, ბოლო დღეების განმავლობაში კი უჩვეულოდ დათბა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენიმე მიწისძვრამაც კლდეთა გარე ,,პერანგი“ დაბზარა და ე.წ. ქვის მდინარეების მოლოდინიც გაჩნდა.

 

მცირე ზომისა და წონის ქვების ცვენა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება რამდენიმე კილომეტრიან მონაკვეთზე, თუმცა ახლახან რამდენიმეტონიანი ქვა ჩამოვარდა მაგისტრალზე, რასაც, საბედნიეროდ, მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

 

ქვათაცვენის გამო, სანიაღვრე არხი გასულ წელს საფუძვლიანად გაწმინდეს, თუმცა ბოლო შემთხვევის დროს სპეცტექნიკის გამოყენება აუცილებელი გახდა, რათა გზის ჩაკეტილი ნაწილი გახსნილიყო და სანიღვრე არხიცთავიდან გაიწმინდა.

 

ამ საკითხზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან მახათაძემ, აღნიშნა, რომ გასულ წელში 15-მდე საყრდენი კედელი აიგო, თუმცა ეს საკამრისი არ არის და 2014 წელში კვლავ გაგრძელდება ანალოგიური სამუშაოები, რათა უსაფრთხო გახდეს მოსახლეობისათვის გადაადგილება და ცხოვრება ქვათაცვენის მოსალოდნელ უბნებში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2700
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია