დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
თბილისის საკრებულო გამგებლების გადაყენებას ითხოვს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/28 19:54:50

 თბილისის მერიასა და საკრებულოს  შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება. ქალაქის საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი სამჯერ ჩააგდო და არც ამჟამად აპირებს მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე  საკრებულოში მივიდა,  შეთანხმება მაინც ვერ მოიხერხდა.

 


ახლა   საკრებულო თბილისის მერიის და, პირველ რიგში,  გამგებლების გადაყენებას მოითხოვს.  სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ საკრებულოს თავჯდომარე ირაკლი შიხიაშვილს მისი განადგურება სურს.

 


სევდია უგრეხელიძე (ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი):

_ შიხიაშვილს რომ უფლება მისცე, როგორც  მხედრიონელი, დამხვრეტდა. საკრებულოს თავჯდომარეს მერიის გადაყენება სურს, ამჯერად კი კატეგორიულად ითხოვს გამგებლების გადაყენებას, რასაც ვერ დავეთანხმები.

 


ირაკლი შიხიაშილი ქალაქის მერის მოვალეობის შემსულებლის, სევდია უგრეხელიძის, მიმართ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს:

 – თბილისის მერს ქალაქის მერია  ნაცმოძრაობის  ოფისი ჰგონია, წარმოდგენილ ბიუჯეტს ქალაქის საკრებულო ხმას  არ მისცემს. მოვითხოვ, გადადგეს ქალაქის უუნარო მთავრობა და გამგებლები. მათ არ მივცემ უფლებას, რომ ქალაქის ბიუჯეტში აფათურონ ხელები.

 

 

გულიკო ზუმბაძე (საკრებულოს უმრავლესობის წევრი)

– შეხვედრა  მერიასთან შედგა, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ამ კვირაში უნდა ჩატარდეს კომისიის სხდომები და ჩვენ იმედი გვაქვს, მივიღებთ შეპირებულ წერილობით შენიშვნებს, ვიმსჯელებთ და შემდეგ დაინიშნება საკრებულოს სხდომა, სადაც ბიუჯეტი უნდა განვიხილოთ.

 

ძალიან დიდია უნდობლობა  მერიის მიმართ, შეხვედრებს გავაგრძელებთ, კონკრეტულ შენიშვნებს გავუგზავნით მერიას და ველოდებით  მის გამოსწორებას.

 


 ჯაბა სამუშია ( საკრებულოს უმრავლესობის წევრი):

–ჩვენ არ ვაპირებთ თბილისის მთავრობას მივცეთ 700 მილიონი და მათ ეს  თანხა თვითნებურად მართონ. ქალაქის ბიუჯეტი ორიენტირებული უნდა იყოს თბილისსა და თბილისელებზე  და არა – რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე, თუნდაც საბურთალოს, ისნის და სხვა გამგებლებზე.

 


საკრებულოს უმცირესობის წევრები კახა კუკავა და მამუკა კაციტაძე აცხადებენ, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან  სოციალური პროექტებისათვის 300 ათასი ლარი უნდა გამოიყოს. კუკავას განცხადებით ქალაქის საკრებულოს   უმცირესობის წარმომადგენლებზე ზეწოლას ახორციელებენ,  მათ  შორის ხვიჩა სანაიას მიმართ განხორციელდა ზეწოლა.

 


კახა კუკავა ( საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელი):

 

_  ცენტრალური ხელისუფლების მიზანია, ჩავარდეს ქალაქის ბიუჯეტი და დამყარდეს ცენტრალური მმართველობა. დღეს საკრებულო ცდილობს ბიუჯეტის დამტკიცებას შემცირებული სახით. 

 

 პრემიერ–მინისტრს უნდა, ქალაქის მმართველად დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი. მერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება შიხიაშვილი.

 

ეს აპრობირებული მეთოდი იყო, საკრებულოს წევრებზე მოხდა  ზეწოლა და იძულებული გახადეს რამდენიმე დეპუტატი, დაეტოვებინათ დეპუტატის მანდატი.

 

პირველი წარმატება პროკურატურამ მიაღწია ხვიჩა სანაიასთან, რომელიც 8–ჯერ მაინც დაიბარეს პროკურატურაში. ამის შედეგად,  სანაიამ გუშინ გამოაგზავნა განცხადება, სადაც ის  დეპუტატის მანდატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

 


 მამუკა კაციტაძე (საკრებულოს უმცირესობის წევრი):

_  დედაქალაქში სახელისუფლებო მმართველობის შემოღება სურთ. მე გეკითხებით, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი მმართველობა შემოვა დედაქალაქში – ნამოძრაობის თუ ოცნების? თუკი  ათასობით ადამიანის ბედი ერთი კაცის ხელშია. ამით თბილისელები ნამდვილად ვერ მიიღებენ სიკეთეს.

   

 

თბილისის მერის მოადგილე  პაპუნა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ არის საკითხები, რომელზედაც შეიძლება  საკრებულო და მერია შეთანხმდეს, მაგრამ შეთანხმება საკრებულოსთან გამგებლების  გადაყენების თაობაზე შეუძლებელია.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2985
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია