დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ელექტრონული პირადობის მოწმობა დაცული იქნება
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/28 15:49:58

სახელმწიფოს უფლება არ ექნება, ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე იმაზე მეტი ინფორმაცია შეიტანოს, რაც დღეს  ბარათშია

 

მოქალაქეების  თანხმობის გარეშე სახელმწიფოს უფლება არ ექნება  ელექტონულ პირადობის მოწმობაზე იმაზე მეტი ინფორმაცია შეიტანოს, ვიდრე ეს დღევანდელ ბარათშია. ამის შესახებ  დღეს „შერატონ მეტეხი პალასში „მონაცემთა დაცვის“ინსპექტორის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

მისი განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობს და დღს პირადობის ბარათზე არის მხოლოდ ის ინფორმაცი, რასაც ხილულად ვხედავთ და სხვა არაფერი.

 

ბარათზე ხილულად ჩანს მოქალაქის მისამართი, სხვა ინფორმაცია, ნებისმიერი პირადობის მქონე პირის შესახებ, არ გაგვაჩნია. თუ მოქალაქეს ექნება სურვილი, რომ  პირადობის მოწმობაში შევიდეს სხვა ინფორმაცია, ეს მოქალაქეების გადასაწყვეტია,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი:

 

– არსებობს მოთხოვნა ბიზნესმენების, სტუდენტების, დევნილებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისაგან, რომ მათ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ინახებოდეს პირადობის ბარათში.  ჩვენ გვჭირდება კანონი და ვფიქრობ, ეს არის  საფუძვლიანი, რომ, მოქალაქეთა სურვილის მიხედვით, სახელმწიფოს ჰქონდეს ნებართვა, რათა სერვისების განვითარების სააგენტომ შეძლოს ამგვარი ინფორმაციების  დატანა და დამატება იმ  საბაზისო ინფორმაციაზე, რომელსაც სახელმწიფო უნდა ინახავდეს – ეს  არის გვარი, სახელი, მოქალაქეობა, დაბადების წელი, ხელმოწერა და მისამართი. ამ ჩამონათვალის არდა,  სხვა რავითარი ინფორმაცია არ შევა  პირადობის ბარათში, თუკი მოქალაქეს არ სურს მისი დაფიქსირება. სწორედ ამ ინიციატივაზე ვფიქრობთ, რაც სულ მალე განსჯის საგანი გახდება.“

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია