საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქაღალდის ხელოვნება სსიპ ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლაში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/28 14:34:31

ქაღალდის ხელოვნებას „ორიგამს“ უწოდებენ, რომლის  ფესვები იაპონიაშია. მართალია, ქაღალდი პირველად  ჩინეთში  გამოიგონეს, მაგრამ ხელოვნების დატვირთვა მას იაპონელებმა მისცეს.  ქაღალდისგან გაკეთებულ ფიგურებს იაპონელები რიტუალურად  აკავშირებდნენ ღმერთებთან.  მაგალითად: ერთ-ერთი რიტუალით ქაღალდისგან  აკეთებდნენ პატარა კოლოფს (სანბო), რომელშიც დებდნენ  თევზის ნაჭრებს და ბოსტნეულს, ამ კოლოფით მათ შინტოისტურ ტაძრებში შესაწირი მიჰქონდათსწორედ ამან განაპირობა  იაპონელებში ქაღალდის ფიგურების  და  რელიგიის მისტიური კავშირი.  რასაც მოჰყვა ისეთი უნიკალური და სფეციფიკური ხელოვნების ჩამოყალიბება, როგორიც არის ორიგამი.

 

მე-12 საუკუნიდან „ორიგამი“ საიმპერატორო კარზეც იკავებდა ადგილს. განათლებულად ითვლებოდა ის, ვინც ორიგამის ხელოვნებას კარგად ფლობდა. მაგალითად: ხელოვნების ამ დარგით შექმნილი ფიგურები:  პეპელა, ჩიტი და ყვავილის ფორმამეგობრობის და სიყვარულის  ჟესტს ნიშნავდაამით მათ უადვილდებოდათ გრძნობების გამოხატვა.

 

ორიგამმა რელიგიური დატვირთვაც მიიღო. ყველაზე პოპულარული ფიგურა  იაპონური წერო (Tsuru) ორიგამის სავიზიტო ბარათად არის ქცეული. იგი ბედნიერების და დიდხანს სიცოცხლის სიმბოლოაიაპონელები ამბობენ, რომ, თუ გააკეთებ 100 ცალ Tsuru ორიგამს და სურვილს ჩაუთქვამ, ის აუცილებლად ასრულდება.

 

XX  საუკუნეში ორიგამით დაინტერესება  სხვა ქვეყნებშიც შეიგრძნობა, მაგალითად: დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში,  საფრანგეთში  იხსნება ორიგამის ხელოვნების კერები სკოლები, დაწესებულებები და კავშირები. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ხელოვნების ეს დარგი ჩვენთან, მართალია,  ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, მაგრამ დიდი მოწონებით სარგებლობს და დაინტერესებაც დიდია.

 

ქაღალდის ხელოვნებისადმი დიდი ნიჭი და დაინტერესება გამოიჩინეს სსიპ ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მარიამ ლოსაბერიძემ და ვერონიკა ხანთაძემ. ისინი  მონდომებითა და ნებისყოფით ქმნიან თითოეულ დეტალს და მათი შერწყმით „სულს უდგამენ“  ფიგურებს. მათ  მიაჩნიათ, რომ დრო, შრომა, ნებისყოფა და ცდომილების გარეშე მუშაობა ის აუცილებელი თვისებებია, რომლებმა ისინი დასახულ მიზნამდე მიიყვანა. მათ შექმნეს კოლექციები, რომლებშიც მრავლადაა სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლარნაკები,  ყვავილები, წეროები, ცხოველთა გამოსახულებები, აბსტრაქტული ხასიათის ფიგურები. განსაკუთრებული სიყვარულით იაპონურ წეროებს აკეთებენ, როგორც ბედნიერებისა და სიცოცხლის სიმბოლოს. გადაწყვეტილი აქვთ, შექმნან 100-100  წერო, შემდეგ ჩაიფიქრონ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი, რაც, მათი აზრით, უეჭველად შეუსრულდებათ.  ხელმარჯვე გოგონები ამ სულისკვეთებით აგრძელებენ მუშაობას.

 

 

2014 წლის დადგომასა და ნათლისღების დღესასწაულს  მიუძღვნეს მარიამმა და ვერონიკამ  გამოფენა, რომელიც პედაგოგ მზია ზარნაძის  ხელმძღვანელობით სკოლის ცენტრალურ ფოიეში მოაწყვეს.  გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები  ყველა ერთნაირად მოიხიბლა მათი ხელოვნებით. სკოლის დირექტორმა რეზო სირბილაძემ  მადლობა გადაუხადა „პატარა ხელოვანებს“, მათ მშობლებს ხელშეწყობისათვის და ისურვა, რომ მარიამისა და ვერონიკას „შედევრებს“ უფრო დიდი საგამოფენო დარბაზები დაემშვენებინოს.

 

მარიამ ლოსაბერიძე

 

ვერონიკა ხანთაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9287
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია