საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დღეიდან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ახალი მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/28 12:25:59

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ახალ მარეგულირებელ ნორმებს აწესებს,  უკვე ამოქმედდა. სამოქალაქო კოდექსში და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ის ძალაში 28 იანვრიდან შევიდა.

 

სავალდებულო ხდება სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოტიზო დაწესებულებებზესაკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე.


ნოტარიუსს ეკისრება ვალდებულება, განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს (განსაკუთრებით, მოვალეს) ის სამართლებრივი შედეგები, რაც მათი მხრიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას მოჰყვება.


იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების მიმართ დგინდება ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ოდენობა: იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისათვის, როდესაც სესხი აღემატება 1 000 ლარს (ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში), მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის არითმეტიკული საშუალოს 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს. აღნიშნული საპროცენტო განაკვეთების საშუალო მონაცემი კი ყოველი წლის 1 მარტიდან მოქმედებს. (შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოტიზო დაწესებულებებზესაკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე).


რაც შეეხება იძულებითი აუქციონის წესით ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ მიმართულებით ცვლილებებისააღსრულებო წარმოებათა შესახებკანონში განხორციელდა, რომელთა თანახმად, იძულებითი აუქციონის გზით ქონების რეალიზაციისას შესაძლებელი გახდება პირველი და ორი განმეორებითი აუქციონის ჩატარება.


ეს, ინიციატორთა შეფასებით, აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი ფასის ვარდნის პროცესს შეანელებს და შექმნის მის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან მიახლოვებული ღირებულებით რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას.

 

 

წყარო www.bpn.ge 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3767
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია