დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი
სერგო თეთრაძის წამებაში ბრალდებულ მეგის ქარდავას 9 წელი, ხოლო თორნიკე გუნავას და კოხტა კოდუას კი 6 წელი მიუსაჯეს
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/27 21:55:41

დღეს მთავარმა პროკურატურამ    ციხეში გაუგებარ ვითარებაში გარდაცვლილ  სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით  განცხადება გაავრცელა.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ  2014 წლის 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაზარალებულების: სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის, სერგეი ჩაპლიგინის და გიორგი ჩიკვატიას მიმართ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, ამჟამად,   ძებნაში მყოფი ბრალდებულების: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის - მეგის ქარდავას, სად-ის №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის - ალექსანდრე მუხაძისა და შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, დეტექტივების სამმართველოს ყოფილი უფროსის - კოხტა კოდუას მიმართ;

 

ასევე ბრალდებულების: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსის - ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსის - ვიქტორ ყაჭეიშვილის, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორის -სერგო ბიწაძის მიმართ;

 

ასევე: თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის - თორნიკე გუნავას, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის ყოფილი ინსპექტორ-გამომძიებლების - მამუკა წურწუმიას, მერაბ მეტრეველის, ალექსანდრე კუჭუაშვილის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ყოფილი უფროსის ზვიად კაპანაძის, ამავე სამსახურის ყოფილი ინსპექტორის რატი მგელაძისა და შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ყოფილი ინსპექტორ - გამომძიებლის გიორგი სამუშიას მიმართ.

 


 მიუხედავად ამისა, საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

 

სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი დაადგინა:

 


განაჩენის თანახმად:

ბრალდებულები - რატი მგელაძე, მერაბ მეტრეველი, ალექსანდრე კუჭუაშვილი, მამუკა წურწუმია და გიორგი სამუშია სრულად გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებებში.

 

ბრალდებულები: ზვიად კაპანაძე, სერგო ბიწაძე , ალექსანდრე მუხაძე, ოლეგ ფაცაცია და ვიქტორ ყაჭეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზვიად კაპანაძეს და სერგო ბიწაძეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო ალექსანდრე მუხაძეს, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლის ვადით.

 

რაც შეეხება, თორნიკე გუნავას და კოხტა კოდუას, ისინი უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი: დაზარალებულ გიორგი ჩიკვატიას მიმართ განხორციელებული დამცირების, იძულების, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ბრალდებაში და ასევე, ძალადობით ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში;

 

ამასთან, თორნიკე გუნავას ძალადობით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება, გადაუკვალიფიცირდა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე;

 

თორნიკე გუნავა და კოხტა კოდუა ცნობილნი იქნენ დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის და მათ საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრათ თითოეულს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

მეგის ქარდავა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დაზარალებულ . ჩაპლიგინის წამების ეპიზოდში, დაზარალებულ . თეთრაძის სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებისა და წამების ორგანიზების ეპიზოდებში, ასევე დამცირებასა და იძულებაში, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში და ძალადობით ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (დაზარალებულ გიორგი ჩიკვატიას ეპიზოდში);  მასვე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება, გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე;

 

მეგის ქარდავას მიმართ გამატყუნებელი განაჩენი დადგა დაზარალებულების: . ლონდარიძისა და . გორელაშვილის წამების ეპიზოდებში და დაზარალებულ გიორგი ჩიკვატიას მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში;

 

მეგის ქარდავას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 3 (სამი) წლის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.


 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპალაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

გარდა ამისა, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე._ნათქვამია პროკურატურის   მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია