დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კანონპროექტი
პატიმრის დასამშვიდებელი სკამი და საწოლი, წიწაკის ცრემლსადენი გაზი თუ დუბინკა?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/27 13:53:21

სოზარ სუბარი ციხეების გამკაცრებას ითხოვს

  

ციხეების მართვა სასჯელაღსრულების სამინისტროს დღემდე უჭირს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი ცდილობს, კანონმდებლობის ფარგლებში დაიმორჩილოს განსასჯელები და  ციხეები გაამკაცროს.  ამიტომაც  სასჯელაღსრულების სამინისტრომ  კანონპროექტი უკვე შეიმუშავა და  პარლამენტში შეიტანა განსახილველად. კანოპროექტის განხილვას პარლამენტი  თებრვლიდან დაიწყებს. რას მოითხოვს სასჯელაღრულების და პრობაციის სამინისტრო და რა წერია კანონპროექტში?

 

კანონპროექტის მიხედვით,  პატიმრის დამოჩილება სხვადასხვა მეთოდებით უნდა მოხდეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს მიაჩნია, რომ ეს მეთოდები ევროპის ქვეყნებში მიღებულია, ცვლილებების შეტანას სასჯეაღსრულების მინისტრის მოადგილე გაგა გიორგაძე  ევროპაში აპრობირებულ მეთოდად მიიჩნევს. ახლა,  ისღა დარჩენიათ, რომ ამ მეთოდის ჰუმანურობაზე  უფლებადამცველი არასამთავრობოები და სახალხო დამცველი დაითანხმონ. კანონის მიხედვით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სხვადასსხვა შემთხვევებში  სხვადასხვა მეთოდები იქნება გამოყენებული მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაშორებლად: დასამშვიდებელი სკამი და საწოლი, წიწაკის ცრემლსადენი გაზი, ლითანური გაზი, რეზინის  დუბინკა და ხელკეტი და  ა.შ.


სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი ახალი კანონმდებლობის შემოღებას ჰუმანურ მეთოდად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს ევროპის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია პატიმრების დასაწყნარებლად.


სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი:


      ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც  პარლამენტში შევიტანეთ განსახილველად. ეს გახლავთ ის  საჭირო ღონიძიებები, რომელიც სხვადასხვა  სიტუაციებში პატიმართა მიმართ განხორციელდება, ეს ევროპის ქვეყნებში მიღებული და ჰუმანური კანონია.

 

სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების ახალ კანონპროექტს ეჭვის თვალით უყურებს. მისი თქმით, სასჯელაღრულების სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს, რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომლის მიღებასაც სუბარის უწყება პარლამენტს სთხოვს.

 

უჩა ნანუაშვილი,  სახალხო დამცველი:

 

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ  უნდა დაგვიმტკიცოს, თუ რამდენად არის საჭირო მსგავსი მეთოდების გამოყენების აუცილებლობა, შემდეგ ეს უნდა გადამოწმდეს, თუნდაც წიწაკის გაზთან და არალითანურ გაზთან დაკავშირებით, მისი აუცილებლობის შესახებ,   ამისათვის  კანონში კონკრეტული   ჩანაწერი უნდა არსებობდეს.

 

 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ჯერ კიდევ განუხილველ კანონპროექტს გამოეხმაურენ და მას წამების დაკანონების კვალიფიკაცია მისცეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია