დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
პატიმრის მოჭრილი თითი და საპროტესტო აქცია სუბარის წინააღმდეგ
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/26 19:56:01

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან აქცია გამართეს და  პატიმარ ზაზა სოფრომაძის მოჭრილი თითი მიიტანეს. მათი განცხადებით, სასჯელაღრულების  მინისტრი უნდა გადადგეს, რადგანაც მან პატიმრებს კრიმინალები უწოდა და არ გაიზიარა პატიმრების გასაჭირი.

 

უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი  აცხადებს, რომ    სოზარ სუბარმა პატიმრის შიმშილობის ფაქტზე არ მოახდინა  რეაგირება, პატიმარი ზაზა სოფრომაძე  მოითხოვდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას, მაგრამ  ეს მოთხოვნაც უგულებელყოფილი იქნა. ამის შემდეგ პატიმარმა   ზაზა სიფრომაძემ  მოიჭრა მარცხენა ხელის ცერა თითი,  იმის საჩვენებლად, რომ ეჩვენებინა, თუ რა მდგომარეობაა საჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში_ განაცხადა ჩხარტიშვილმა.


 

_ჩვენ მოვუწოდეთ სასჯელაღსრულების მინისტრს, რომ პატიმრებისათვის  მიექცია ყურადღება, მაგრამ ამაოდ,  სუბარი და მისი უწყება სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს  და გამოასწოროს მდგომარეობა ციხეში. მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა  პატიმრებზე. სამწუხაროა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვერ უზრუნველყოფს  დაწესებულებების მართვას,  პატიმრების მართვა ხორციელდება ე.წ. კანონიერი ქურდების  და მაყურებლების საშუალებით.

 

პატიმრები მოითხოვენ ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრას, მაგრამ ამ დროს  ე.წ. მაყურებლები მათ ემუქრებიან. აუცილებელია, შეიცვალოს სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში ადმინისტრაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა  აქცია გავმართეთ  და  სასჯელაღსრულების სამინისტროსთან  სომბოლიურად პატიმრის მოჭრილი თითი მივიტანეთ, მიგვაჩნია, რომ დღეს  მძიმე მდგომარეობაა სასჯელთაღსრულებაში, ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს. სოზარ სუბარმა კი ამ პატიმრებს კრიმინალები უწოდა და არასამთავროებს მოუწოდა, რომ არ ენდონ ამ პატიმრების განცხადებებს. როცა   მინისტრი პატიმრებს კრიმინალებს უწოდებს,ეს დაუშვებელია,  ასეთი მინისტრი უნდა გადადგეს_ განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.   


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია