დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი ბიზნესი
სამკერვალო კომპანია ”იმერი” ტანსაცმლის ქართულ სერიულ ხაზს ქმნის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/26 19:36:10

 
სამკერვალო კომპანია ”იმერი”  ტანსაცმლის ქართულ სერიულ ხაზს ქმნის. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, მაია სიმონიძემ  განაცხადა, კომპანია აქამდე ზამთრის ტანსაცმელს, ძირითადად, ქურთუკებსა და პალტოებს კერავდა, თებერვლიდან კი ზაფხულის სეზონისთვის, მაისურებს, პიჯაკებს, კაბებსა და შარვლებს დაამატებს.



”სექტემბერში მაღაზია თბილისში გავხსენით და უკმაყოფილო არ ვართ. იმპორტთან კონკურენცია ძნელია, მაგრამ ჩვენ ეს დაბალი ფასებით მაინც შევძელით - პროდუქციის ღირებულება ჩვენთან 70-145 ლარის ფარგლებში მერყეობს. ზაფხულის ტანსაცმლის წარმოება მარტივი არ არის, მაგრამ მაინც ვრისკავთ. პროდუქცია ისევ შედარებით დაბალფასიან სეგმენტზე იქნება გათვლილი, დაახლოებით, 10%-ით ძვირი, ვიდრე ”მალსის” მაღაზიებში. ”მალსი” მოგეხსენებათ, თურქეთში წარმოებული მეორეხარისხოვანი პროდუქციით მარაგდება და თვითღირებულების ფასად იყიდება”, - განაცხადა სიმონიძემ.



სიმონიძის თქმით, გაყიდვების უზრუნველსაყოფად, შედარებით ასაკოვან სეგმენტზე იმუშავებენ, რადგან ამ მიმართულებით დიდი არჩევანი საქართველოში არ არის.



სამკერვალო ”იმერი” 90-იანი წლებიდან მუშაობს და გასულ წლამდე, ძირითადად, გერმანული ”ლუბეკისა” და იტალიური ”მონკლერისთვის” საექსპორტოდ პროდუქციას კერავდა. შარშან კი ქუთაისში დარეგისტრირებულმა კომპანიამ გადაწყვიტა, ადგილობრივ ბაზარზეც შესულიყო. 



”ვერ ვიტყვით, რომ ადგილობრივ წარმოებას დიდი მოგება მოაქვს, მაგრამ, ვცდილობთ, გარკვეული ნიშა მაინც დავიკავოთ და მომხმარებელი მივიჩვიოთ”, - აღნიშნა კომპანიის მენეჯერმა. 

 

წყარო "bpn.ge"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია